a

ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.

  • შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1 მილიარდიანი ფონდი. ფონდი დააფინანსებს სოფლის მეურნეობის პროგრამებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენს გლეხებისათვის (ფერმერებისათვის) შეღავათიანი კრედიტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში;
  • გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება. აგრარული პოლიტიკა ორიენტირებული იქნებასასოფლო-სამეურნეო სექტორში პროდუქციის წარმოების მოცულობის მკვეთრ ზრდაზე. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა უშუალოდ უნდა აისახოს სურსათის წარმოების ზრდაზე;
  • სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყაროები უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების სესხები და გრანტები, კერძო ინვესტიციები (ადგილობრივი და უცხოური). დაფინანსების სტრუქტურაში თანდათან მნიშვნელოვნად გაიზრდება კერძო ინვესტიციების წილი სხვა სახის დაფინანსების შემცირების ხარჯზე;
  • დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები. შეიქმნება მიწაზე საკუთრების დაცულობის მკაფიო გარანტიები. ჩატარდება მიწების პასპორტიზაცია;
  • შემუშავდება მიწათსარგებლობის სისტემის მარეგულირებელი ნორმები, ჩამოყალიბდება საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურების ქსელი. შეიქმნება გლეხების (ფერმერების) საკონსულტაციო-საინფორმაციო და ექსტენციის სისტემები;
  • გლეხების (ფერმერების) მხარდაჭერის (მათ შორის, ფინანსური) პროგრამებში პრიორიტეტული იქნება ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და ინოვაციების შემცველი პროექტები;
  • ცალკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრები;
  • შეიქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიოაგროწარმოების განვითარებას. მხარს დავუჭერთ პროგრამის მონაწილე გლეხური მეურნეობების მიწების ბიომეურნეობებად რეგისტრაციასა და ბიომეურნეობათა ასოციაციების შექმნას;
  • გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება;
  • აგრარული პოლიტიკა ორიენტირებული იქნება სასოფლო-სამეურნეო სექტორში პროდუქციის წარმოების მოცულობის მკვეთრ ზრდაზე;
  • გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლები. აგრარული სექტორის განვითარება უშუალოდ აისახება მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. გაიზრდება კომერციალიზაციის დონე და ბრუნვა;
  • უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი დაქირავებით დასაქმებულთათვის;
  • ქართული პროდუქცია დაბრუნდება შიდა ბაზარზე. აგრარული სექტორის განვითარების შედეგად გაიზრდება სამამულო წარმოების წილი შიდა მოხმარებაში; ჩამოყალიბდება სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემა;
  • გაიზრდება რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი. გაიზრდება თვითმმართველობის როლი აგროსასურსათო სექტორის, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნაში.

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio