საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ეკონომიკის განვითარების მიზნით, სამი სხვადასხვა ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფუძნდება სამი ტიპის ფონდი. როგორც პრემიერმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ფონდი იქნება საქართველოს სუვერენული ფონდი და ამ პროცესში პარტნიორი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "ჯიპი მორგანი". პრემიერის განმარტებით, ეს კეთდება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რომელიც არ იყო ეფექტური და მას მიეცემა სწორი სახე.
პრემიერის ცნობით, მეორე ფონდია-საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს და ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება ფინანსები მიიღონ საკუთარი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
რაც შეეხება მესამე ფონდს, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი. პრემიერის განმარტებით, საინტერესო პროექტის შემთხვევაში ეს ფონდი 25%-დან 75%-მდე თანადაფინანსებას გაუწევს. მისივე განმარტებით, თითოეული ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება. (http://bit.ly/ZrrEEw)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 24 დეკემბერიდან ამოქმედდა ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი.შეიქმნა ჯგუფი მინისტრის ხელმძღვანელობით,რომლის ადრესატებიც იქნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ვინც სხვადასხვა კარტელური შეთანხმებების გამო ვერ ახერხებენ, ფეხი მოიკიდონ და აწარმოონ ბიზნესსაქმიანობა საქართველოს ბაზრებზე. საქმე ეხება არა კომპანიებისთვის ფინანსურ დახმარებას, არამედ საუბარია მხოლოდ იმ ბიზნესმენების მხარდაჭერაზე, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ფინანსური წყარო ან საბანკო რესურსი და სურვილი აქვთ, საქმიანობა კანონიერი გზით დაიწყონ ან განაახლონ. (http://bit.ly/142Px66)
2013 წლის 6 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,რომ მთვარობა ბიზნეს კომპანიებს წლიურად საშუალოდ 16%-იან გადასახადს სთავაზობს.
საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის განცხადებით ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ "ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის" დაფუძნდა. საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი 2012 წელს ჩამოყალიბდა და ოფიციალურად წარმოადგენს "როსპოტრებნადზორთან" არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ორგანიზაციას (НО АУРА) და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას), "ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის" მიზანი რუს იმპორტიორებთან ხელსაყრელი კავშირების გაერთიანებული ძალისხმევით დამყარება იქნება. ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა. "ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია" აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, ისე "როსპოტრებნადზორ"-თან და რუს მომხმარებელთა ინტერესების დამცავ ავტორიზებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. (http://bit.ly/13CnTko)
მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა მოხდეს საჯარო დისკუსიის ფორმატში. ქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საქართველო არც უახლოეს ხანში და არც მომავალ პერსპექტივაში საბაჟო კავშირში გაერთიანების საკითხს არ განიხილავს". მისივე თქმით,საქართველოს მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ადგილობრივი მწარმოებლების მიერ რუსეთის ბაზარზე პროდუქციის რეალიზების შესახებ არ ეწინააღმდეგება გაცილებით მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე აწარმოებს. (http://bit.ly/13HfNHg)
2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები შესულია 7 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე იყო 2012 წლის ამავე პერიოდში. მის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 3-თვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პირველად ქართული დასახელების პროდუქცია მოსკოვში მწარმოებელთა ყოველწლიურ საექსოპოზიციო გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. "საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის" პრეზიდენტმა დავით უზნაძის განცადებით, გამოფენაზე გატანილი იყო ღვინო "ქიმერიონი", ღვინო "რაჭვული", ღვინო და კონიაკი "ასკანელი", ლიმონათი "ლაღი", ნატურალური წვენები "კულა", "ეკოფუდის" წარმოებული სულგუნი და ჩაი "გურიელი".
"საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის მოადგილის მიმი გაბრიჩიძის განაცხადით, გამოფენაზე მწარმოებლებს საშუალება მიეცათ, საკუთარი პროდუქცია გაეცნოთ რუსეთის უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიებს და ადგილზე შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე. (http://bit.ly/Zd6SGQ)
სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მეშვეობით ფერმერები „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში შეღავათიან კრედიტებს მიიღებენ. ამავე პროექტის ფარგლებში, დაფინანსდებიან როგორც ფიზიკური და ასევე იურიდიული პირები. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დამუშავების პროცესშია და მოიცავს სამი სახეობის საკრედიტო პროდუქტს: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის; 2. საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა; 3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება, განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, მცირე ფერმერები მიიღებენ უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას) საწარმოო სეზონის დასაწყისში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე. ასევე, მსხვილი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით მათი უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. პრემიერისვე განცხადებით, ფერმერისთვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 7%-8%, განსხვავებით ადრინდელი 32%-ისა. დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ.) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის თებერვლის ბოლოდან. დღევანდელი მონაცემებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულიადა დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. (http://bit.ly/YPh1L6)
საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ონლაინ-კატალოგმა "All Biz"-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. ქართულ ბიზნესს გაუჩნდა დამატებითი პერსპექტივა და შესაძლებლობა მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება იმდენად, რამდენადაც "All Biz" 26 ენაზე არსებობს და მისი აუდიტორია 247 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ამჟამად, "All Biz"-ის რესურსზე 2100-ზე მეტი ქართული კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც დაინტერესებულები არიან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის ცნობით, ქართული პროდუქციის გასაღების ძირითად ბაზრებს წარმოადგენენ შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აშშ, კანადა და ა.შ. კომპანია "All Biz"-ის ოფისები განლაგებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, კერძოდ: რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, საქართველო, რუმინეთი, პოლონეთი, ინდოეთი, არგენტინა, ბრაზილია, თურქეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ჩილე, პერუ, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ეგვიპტე, მალაიზია, აშშ. (http://bit.ly/VzyfOB)
აშშ-ის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის "Heritage Foundation"-ის ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი. "ჰერიტიჯის ფონდის" ინდექსი 2012 წლის მდგომარეობაზე მეტად 2010 და 2011 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო-ნორმატიულ ცვლილებებს ითვალისწინებს. საქართველომ 177 ქვეყნის მაჩვენებლებს შორის 72,2 ქულით (100 შესაძლებლიდან) 21-ე ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მე-11 პოზიციაზეა. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ რუსეთი ამ სიაში 51,1 ქულით 139-ეა; უკრაინა - 46,4 ქულით - 161-ე. რეიტინგით პირველ ადგილებზე კი არიან შემდეგი ქვეყნები: ჰონკონგი - 89,3 ქულა, სინგაპური - 88 ქულა, ავსტრალია - 82,6 ქულა, ახალი ზელანდია - 81,4 ქულა, შვეიცარია - 81 ქულა. (http://herit.ag/Z6uPmz) და (http://bit.ly/Yew9Q6)