a

ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.

  • საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვის სისტემის დანერგვა;
  • მრავალშვილიანობის სტიმულირების სისტემური და არაერთჯერადი შეღავათები;
  • შრომის ახალი კანონმდებლობის შემუშავება და მიღება;
  • უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გადამზადება და შესაბამისი სამუშაოს შეთავაზება;
  • კომუნალური მომსახურების ტარიფების შემცირება;
  • უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით;
  • არ დავუშვებთ ბიზნესისათვის კაბალურ ტარიფებს, რაც აძვირებს პროდუქციას და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას;
  • გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვადასხვა კომუნალური გადასახდელების ერთმანეთზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას;
  • მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სარკინიგზო სექტორში, გარდა უშუალოდ სარკინიგზო მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების სფეროში კერძო სექტორის როლი პრივატიზაციის, ბარიერების შემცირებისა და კონკურენციის ჩამოყალიბების გზით. ა) თბილისის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი მართვის უფლებით კერძო კომპანიისთვის გადაცემა, პრივატიზაციის გარეშე. ბ) საჯარო რეგულირება სატრანსპორტო მომსახურების მასშტაბებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით უნდა იქნეს გადანაწილებული მუნიციპალურ, რეგიონალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio