საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის ნოემბერიდან ტარდება მრგვალი მაგიდის შეხვედრები. პირველი მრგვალი მაგიდის შეხვედრა ეხებოდა საქართველოს ქალაქების ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობეს. შეხვედრის მიზანი იყო ერთი მხრივ, ისტორიული თბილისის მიმდინარე განაშენიანების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხებისა და, ზოგადად, თბილისის ურბანული განვითარების ტენდეციების განხილვა. დისკუსია შეეხო ასევე თელავსა და მცხეთაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს. 28 ნოემბერს კულტურის სამინისტროში მეორე მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელწოდებით "თანამშრომლობა კულტურის სფეროში: სამომავლო გეგმები". შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კულტურულ ინსტიტუციებსა და სხვადასხვა ფონდებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, მომავალი თანამშრომლობის გზებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა. (http://bit.ly/WuyThW) და (http://bit.ly/168jENd)
28 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა კატალოგის - "სომეხი მხატვრები საქართველოში - ჰაკობ ჰოვნათანიანიდან გაიანე ხაჩატურიანამდე" პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ცნობილი სომეხი მხატვრების: ბაიახჩევის, ფარაჯანოვის, ღარსლიანის, სარიანის და სხვათა, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე თეატრისა და კინოს მხატვრობა. კატალოგის გამოცემა განხორციელდა საქართველოში სომხეთის საელჩოს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. (http://bit.ly/15xkMsG)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია "რადისონ ბლუ ივერიაში" დაესწრო საერთო სამოქალაქო მოძრაობის "მრავალეროვანი საქართველო" მიერ გამართულ კონფერენციას - "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის". კონფერენციის მიზანია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმირება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შესახებ, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლა და მათი ხედვების გაანალიზება, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების უკეთ რეალიზება. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანების საფუძველზე შეიქმნა მინისტრთან არსებული მრავალდარგობრივი საბჭო. 20 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ საბჭოს წევრები საკუთარ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ ქვეყნის კულტურული პროცესების განვითარებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე. (http://bit.ly/13GqhXG)
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის მარტი-მაისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ქართველი სპეციალისტების მიერ იშხანზე შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, იშხნის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები, დარგის სპეციალისტები.
ქართულმა დელეგაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურ ანკარაში იქნება გადაგზავნილი. ამ ეტაპზე იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩართულნი არიან ადგილობრივი არქეოლოგები და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაობის პროცესი გარკვეულწილად მოქცეულია სიძველეთა დაცვის შესაბამის ჩარჩოებში. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.5856.html)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და მინისტრის მრჩეველმა თეონა დოლენჯაშვილმა, "გეოეარის" პროექტის „სივრცეები“ (SPACES) ფარგლებში გამართეს საჯარო შეხვედრა-დისკუსია კულტურის პოლიტიკის თემაზე. კონკრეტულად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მომხდარ ცვლილებებსა და პროგრამებზე.
განხილული იქნა შემდეგი თემები: კულტურის სამინისტროს ფუნქციის გააზრება, სარეკომენდაციო საბჭოების ინსტიტუტი, კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები და სტრატეგია, კულტურის სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების მოკლე განხილვა, საერთაშორისო პროგრამების ამოცანები, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმები.
შეხვედრას მოდერირებას უწევდა ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი სოფიო კილასონია. პროექტი „სივრცეები“ (SPACES) ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.6813.html)
2013 წლის 1 მაისს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე გელათის მონასტერს, წმ. მარინეს ეკვდერისა და სამხრეთ კარიბჭის ფრესკებზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების დათვალიერების მიზნით ეწვივნენ.
სამუშაოები განახორციელა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით.
ამერიკის ელჩის ფონდის პროექტის ფარგლებში ფრესკებზე ჩატარდა გადაუდებელი პრევენციული კონსერვაცია, მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებების აღმოფხვრა; კერძოდ, მოხდა კედლიდან მოშორებული მოხატულობის ბათქაშის ადგილების გამაგრება; წინა სარესტავრაციო ჩარევისას შევსებებსა და ქიმებზე გამოყენებული ცემენტისა და თაბაშირის მოხსნა და კირით შეცვლა; მხატვრობის გაწმენდა მარილებისგან _ ხსნადი მარილების მოშორება; ბათქაშზე არსებული წვრილი ბზარების ინექტირება; მოხატულობის აქერცლილი - დაფხვიერებული ფერწერული ფენის გამაგრება.
ფრესკებზე საკონსერვაციო სამუშაოებს წინ უსწრებდა არქიტექტურის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გამოიცვალა და შეკეთდა ეკვდერის გადახურვა, საიდანაც სათავსოში ჩაედინებოდა წვიმის წყალი, ცემენტის იატაკი შეიცვლა კირით, ჩაისვა სარკმლები. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7309.html)
შეხვედრა "კულტურის სფეროს დაფინანსების ალტერნატიული გზების ამოქმედების" თემაზე
30 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კულტურის სფეროში მოღვაწე პირებთან, სამომავლო ინივიატივის გაცნობის მიზნით, რომელიც ეხება "კულტურის სფეროს დაფინანსების ალტერნატიული გზების ამოქმედებას“", კონკრეტულად კი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას, შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და მანანა ბერიკაშვილი.
შეხვედრაზე შედგა ორი პრეზენტაცია, კონკრეტული მექანიზმების შესახებ, როგორიც არის საქველმოქმედო საქმიანობის სახელმწიფო ხელშეწყობის სისტემები და ეროვნული ლატარიის საკითხი. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7341.html)
ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ექო თოფუზი" ზუგდიდში
29-31 მაისს "ანიმაციის განვითარების ფონდის" ორგანიზებით, ქ. ზუგდიდში უკვე მეოთხედ გაიმართა ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ექო თოფუზი".
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პარალელურად, პირველად საქართველოში, ზუგდიდის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამოიყო და გარემონტდა ოთახი, ანიმაციის განვითარების ფონდმა ჩაიტანა ანიმაციის წარმოებისათვის საჭირო კომპიუტერული და სახატავი მოწყობილობა, გაიხსნა ანიმაციის სასწავლო სტუდია.
სტუდიაში გაიმართა უორქშოფი "ანიმაცია საზოგადოების სამსახურში". პროფესიონალებთან ერთად, ანიმაციური ფილმის წარმოების პროცესში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებმა. გაჩნდა იდეა შეიქმნას ფილმი სადაც ასახული იქნება პრობლემა დაკავშირებული უპატრონო ძაღლებზე. ამ მიზნის განსახორციელებლად დაიწერა სცენარი, დაიხატა ფილმისთვის პერსონაჟები და ფონები.
ფესტივალზე, ზუგდიდის დრამატული თეატრის შენობაში, სადაც დამონტაჟებული იყო კინოჩვენებისათვის საჭირო მოწყობილობები, ბავშვებმა ნახეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უახლესი ანიმაციური ფილმები.
თემაზე "ქართული ანიმაციის ისტორია" ჩატარდა კონკურსი და გამარჯვებულ ბავშვებს გადაეცათ DVD დისკები ახალი ქართული ანიმაციური ფილმების კრებულით "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები".
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და კომპანია "მიფასი". (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7345.html)
მოსწავლეთა, სტუდენტთა და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი თურქეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა – სპექტაკლით "თანამდევი სული" მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემერში ჩატარებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალში (რეჟისორი - ირინა ჩხეიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი).
ფესტივალში მონაწილეობდა 6 ქვეყანა: საქართველო, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, იტალია, ამერიკა. ყველა მონაწილე თეატრალური დასის შემოქმედება შეფასდა საერთაშორისო ჟიურის მიერ (საქართველო, გერმანია, ამერიკა).
ხარაგაულის სამოყვარულო თეატრალურმა დასმა დაიმსახურა ჟიურის მაღალი შეფასება და მიენიჭა ფესტივალის ლაურეატის წოდება, ასევე დასი მიიწვიეს ბულგარეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ივნისის თვეში.
თეატრალური ფესტივალის პარალელურად გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი–კონკურსი, რომელზეც წარმატებით წარსდგნენ საქართველოს მუსიკოსებიც. ვოკალში გრანპრი მოიპოვა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლემ თეონა დალაქიშვილმა, პირველი ადგილი კი ამავე სასწავლებლის მევიოლინეებმა თათა ქორქაძემ და ანასტასია აღლაძემ მოიპოვეს.
მოსწავლეთა, სტუდენტთა და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების საფესტივალო კომიტეტი, ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი "ჰარმონია", თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის სამხარეო განყოფილება და ქალაქ ქემერის თვითმმართველობის კულტურის განყოფილება.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემერის "მოსწავლეთა, სტუდენტთა და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ჩატარდა. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.6807.html)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნა რიგით მე-3 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისათვის. ფორუმ-დიალოგის მიზანია ხელი შეუწყოს, როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, თურქეთი, იტალია, ჰოლანდია, შვეიცარია).
ფორუმ-დიალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 22 მაისის ჩათვლით გაიმართება, დასრულების შემდეგ კი 23 მაისს, დაგეგმილია უცხოელი გამომცემლების ვიზიტი თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე.
ლიტერატურული ფორუმ--დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7071.html)
კულტურის სამინისტროში 4 კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია 4 კონკურსის: 2 სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და 2 პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების შესახებ.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
"სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის" ფარგლებში, განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, სახვით დარგში გამოცხადებული კონკურსების მიზნებია:
„პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ 2013 წლის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია „ქართული საკომპოზიტორო შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს 2013 წლის მანძილზე რამდენიმე კონკურსის ჩატარებას; მათ შორის კონკურსები სიმებიანი კვარტეტისა და საფორტეპიანო ტრიოს ჟანრებში და აგრეთვე კონკურსი სტუდენტი მუსიკისმცოდნეებისთვის, საუკეთესო კრიტიკული წერილის გამოსავლენად. კონკურსების მიზნებია:
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
გურამ ოდიშარიამ ისაუბრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმიანობის ახალ პოლიტიკაზე, უკვე განსაზღვრულ პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე.
18 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე შეხვდნენ ბრიტანეთის საბჭოს პრეზიდენტს მარტინ დევიდსონს და ბრიტანეთის საბჭოს სხვა წარმომადგენლებს.
საუბარი შეეხო ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოვებას. ბრიტანეთის საბჭო, სხვა ერთობლივ პროექტებთან ერეთად, მზადაა, ხელი შეუწყოს ქართველი ავტორების თარგმნას ინგლისურ ენაზე. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.5851.html)
24 აპრილს, "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.
გურამ ოდიშარიამ ისაუბრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმიანობის ახალ პოლიტიკაზე, უკვე განსაზღვრულ პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე.
სამინისტროს საქმიანობის ახალი პოლიტიკა - ახალი პოლიტიკის მიხედვით შემუშავდა კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები. სამინისტროში შეიქმნა დარგობრივი საკონსულტაციო საბჭოები ხელოვნების ყველა სფეროში. მინისტრი და მინისტრის მოადგილეები გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭოების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამოქმედდა მრავალდარგობრივი (მთავარი) საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მუშაობს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე.
ახალი პოლიტიკის შედეგად ყველა პრობლემური საკითხის განხილვა გახდა საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. ჩართულობისა და საჯაროობის მიზნით ამოქმედდა პროექტი "მრგვალი მაგიდა".
სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტის მიხედვით, რაც გულისხმობს -კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის გამოყენებასა და საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას, სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება - კულტურის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამმართველო გამსხვილდა და გადაკეთდა დეპარტამენტად.
სამინისტროს მიერ შემუშავდა მიზნობრივი დაფინანსების სტრატეგია და დაწესდა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამების-პროექტების უფრო ქმედითი მონიტორინგი.
კულტურის ახალი პოლიტიკა რეგიონებში - საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნა და აღდგენა სამინისტროს პრიორიტეტად იქცა. რეგიონებში არსებული რეალობის ფონზე კულტურის სამინისტრომ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა:
საქართველოს 5 რეგიონში, კერძოდ თელავში, გორში, მარტვილში, ფოთსა და ხელვაჩაურში, ივნისის ბოლოს გაიხსნება კინოთეატრები - მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურაზე და უკვე გამოცხადებულია ტენდერი კინოაპარატურაზე; წლის ბოლომდე კი კინოთეატრები ამოქმედდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილია რაიონების სახელოვნებო სკოლების სახელმძღვანელოები, რომელიც საჩუქრად გადაეცათ დაწყებით კლასის მოსწავლეებს.
საგანმანათლებლო მიმართულებისა და კლასიკური და კამერული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით უკვე ჩატარდა 20 მასტერკლასი და ამდენივე კონცერტი, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისათვის. პროექტი ითვალისწინებს მაღალპროფესიონალი შემსრულებლების ჩასვლას რეგიონების სახელოვნებო სკოლებში. დაგეგმილია 35 მასტერკლასი და კონცერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
კულტურული მემკვიდრეობა - კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ უპირველესი პრიორიტეტია ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება.
ამ მიმართულებით, თელავის, ბატონის ციხის კომპლექსის რეკონსტრუქციის ფარგლებში, პარასკევს, 26 აპრილს, პირველად, საჯაროდ შედგება მიმდინარე პროექტის გაცნობა თელაველებისათვის, სამინისტროს მიერ შეჩერებული უკანონო მშენებლობის შემდეგ.
ამავე პრიორიტეტის მიხედვით, კრიზისულ ვითარებაში, ქართველმა და თურქმა სპეციალისტებმა (ორი ქვეყნის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ფარგლებში), პირველად იმსჯელეს სიძველეების გადარჩენის ერთობლივ მეთოდოლოგიაზე და თანამშრომლობის ახალი ეტაპი განსაზღვრეს. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მიერ მომზადდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა რეკომენდაციები, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურ ანკარაში იქნება გადაგზავნილი. მიღწეული შეთანხმების შედეგად, ამ ეტაპზე, იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩართულნი არიან ადგილობრივი არქეოლოგები და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაობის პროცესი გარკვეულწილად მოქცეულია სიძველეთა დაცვის შესაბამის ჩარჩოებში.
კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ასევე პრიორიტეტის გათვალისწიებით, (რაც ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობას გულისხმობს), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით წარმოადგენს: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირებას, რაც გულისხმობს სამინისტროსთვის 2008 წელს თბილისის მერიის სასარგებლოდ დათმობილი კომპეტენციის სამინისტროსთვის დაბრუნებას. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამშენებლო ნებართვების გაცემაზე. საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავებულია და წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა - საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით კულტურის სამინისტრო ჩაერთო "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონპროქტის მომზადებაში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, განიხილა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა "პროფესიული თეატრების შესახებ". თვისობრივ სიახლეს წარმოადგენს სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა უფლებამოსილების გაზრდა თეატრის მართვის კუთხით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით იქნა მიღებული და ამჟამად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად.
სახელოვნებო უმაღლესები - მიმდინარეობს მუშაობა სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობების, მათ შორის სასწავლო თეატრის, ასევე სამხატვრო აკადემიის ისტორიული კორპუსის რეაბილიტაციის მიმართულებით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი, მისი არსებობის 37 წლის მანძილზე, წელს პირველად აღიჭურვა სათანადო ტექნიკითა და ინვენტარით.
ახალი სასწავლო წლიდან სახელოვნებო სასწავლებლებში პედაგოგიურ მუშაობას დაიწყებენ თემურ ჩხეიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ლომერ ახვლედიანი.
პირველად საქართველოში ამოქმედდება საზაფხულო კინოსკოლა (ლონდონის, ნიუ-იორკის, ამსტერდამის ანალოგი). პოლონეთიდან ჩამოვა საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ჯგუფი და ზაფხულში ერთობლივ კინოპროდუქციაზე იმუშავებენ.
ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ - საზღვარგარეთ ქართული კულტურის სახლების ამოქმედება რეალურ ფაზაში შევიდა. კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს პრიორიტეტის გათვალისწინებით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საზღვარგარეთ ქართული კულტურის სახლების შექმნის მიმართულებით. ლევილის ქართული მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო კომისიაში პირველად შევიდა კულტურის სამინისტრო, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ ლევილის ისტორიულ აღიარებასთან ერთად, მას კულტურული ცენტრის სტატუსს მივანიჭებთ. ასევე დაიწყო საუბარი ლონდონში, ბრიუსელსა და ვენაში ქართული კერების ამოქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურის პოპულარიზებას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა - სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, წლის მანძილზე თბილისსა და რეგიონებში გამართავს 24 კონცერტს, ასევე მუსიკალურ-ლიტერატურულ პერფორმანსებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრებს მწერლებთან, გამოსცემს ჟურნალის "სინათლე" 10 ნომერს, ხმის ჩამწერი სტუდია „ცოდნა“ გაახმოვანებს 900 საათის მოცულობის ლიტერატურას და ა.შ. პროექტის განხორციელებაში ერთჯერადად დასაქმებულია 44 უსინათლო.
სამინისტროს ხელშეწყობით, წლის მანძილზე, 5 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე, განხორციელდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მოძრაობაშეზღუდულთა, სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.5858.html)
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩევლი თეონა დოლენჯაშვილი და ქართული წიგნისა, ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე შეხვდნენ ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორს ჯეკს თომასს.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომელიც მომავალ წელს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს უფრო მასშტაბურად წარდგენას შეუწყობს ხელს. ლონდონის წიგნის ბაზრობის დირქტორი ქართულ დელეგაციას ამ საკითხში დახმარებას თავად დაჰპირდა. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.6325.html)
16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინიტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი შეხვდნენ პარლამენტარს, სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კულტურის, კომუნიკაციებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგში (კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი) ედ ვეიზეის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის, საქართველოსა და ბრიტანეთის კულტურის პოლიტიკა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონებში კულტურის განვითარების სტრატეგიაზე.ბრიტანელმა კოლეგამ ამ მხრივ კონსულტაციების გაწევაზე მზადყოფნა გამოთქვა. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.6319.html)
15 აპრილს, ლონდონში ქართული კოლექტიური სტენდი გაიხსნა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო პირველად წარადგინა.
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის" ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სტენდზე დაახლოებით თხუთმეტი ქართული გამომცემლობის წიგნებია წარმოდგენილი. მათ შორის: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", "დიოგენე", "ქარჩხაძის გამომცემლობა", "სიესტა", "ლოგოს პრესი", "პალიტრა L", "ბაკმი" და "კლიო".
სტენდზე ასევე განთავსდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და "ლიტერატურის მუზეუმის" გამოცემებიც. ბაზრობის ფარგლებში იგეგმება ქართველი გამომცემლების არაერთი საქმიანი შეხვედრა უცხოელ კოლეგებთან. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.5823.html)
ამა წლის 12 აპრილს, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 17 აპრილს, თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
თურქულმა მხარემ სრულად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე.
მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება-თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, განისაზღვრა სამინისტროებს შორის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილი მსჯავრდებულებისთვის თვითრეალიზაციის რეალური პერსპექტივის შექმნას.
მემორანდუმით გათვალისწინებულია ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებულ მსჯავრდებულთა დახმარება, მათთვის სპექტაკლებისა და კონცერტების ორგანიზება, კულტურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებთან შეხვედრების მოწყობა, აგრეთვე ახალგაზრდა პრობაციონერებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ექსკურსიების ჩატარება და სხვა. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.5789.html)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია "რადისონ ბლუ ივერიაში" დაესწრო საერთო სამოქალაქო მოძრაობის "მრავალეროვანი საქართველო" მიერ გამართულ კონფერენციას - "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის".
კონფერენციის მიზანია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმირება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შესახებ, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლა და მათი ხედვების გაანალიზება, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების უკეთ რეალიზება.
კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ: პაატა ზაქარეიშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველი, გიორგი მარგველაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ეკა ბესელია - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გიორგი გუგუშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს "ჩვენი ეზო" წამყვანი, საბინა ტალიბოვა - აზერბაიჯანული თემი, გიორგი გეგუცაძე - "სამშვიდობო კულტურული ხიდების" ხელმძღვანელი, მიხეილ ავაქიანი - სომხური თემი, კობა ჩოფლიანი - სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი, გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, გიორგი სორდია -"უმცირესობათა ევროპული ცენტრი", შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი, ბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. (http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.6032.html)