a

საქართველოს შეფასების ასოციაცია (GEA), National Endowment for Democracy (NED)-ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამების სამოქალაქო მონიტორინგის სისტემის შექმნა საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარების წინასაარჩევნო პროგრამების სამოქალაქო მონიტორინგის პრაქტიკის დანერგვა ქართული პოლიტიკური ელიტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გასაზრდელად მათი ამომრჩევლების წინაშე. საქართველოს შეფასების ასოციაციამ საფუძვლიანად შეისწავლა და გააანალიზა არჩევნებში გამარჯვებული პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები. შეიმუშავა მონიტორინგის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს აღნიშნული პროგრამების შესრულების მონიტორინგი და საზოგადოების ინფორმირება მიღებული შედეგების შესახებ. შემუშავებული მონიტორინგის გეგმა მოიცავს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის დაპირებებს, ინდიკატორებს რის მიხედვითაც უნდა მოხდეს პოლიტიკური დაპირებების შესრულება/არ შესრულების განსაზღვრა და წყაროს, საიდანაც უნდა მოხდეს შესრულებული დაპირებების შესახებ ინფორმაციის მოძიება. საქართველოს შეფასების ასოციაციაში მოეწყო ექსპერტებთან შეხვედრები და შემუშავებული გეგმის განხილვა მონიტორინგის გეგმის დახვეწის მიზნით. მონიტორინგის გეგმას საბოლოო სახე მიეცა ექსპერტების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.

პროექტის ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია პოლიტიკური დაპირებებისა და მათი განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.

ასოციაციის მიერ, პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე იგეგმება არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგის დაწყება. მონიტორინგი ითვალისწინებს გეგმით გათვალისწინებული წყაროებიდან შესრულებული დაპირებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისათვის ინფორმირებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ასოციაციის ვებ-გვერდის საშუალებით.

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio