a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბიზნესგარემოს და კონკურენციის პოლიტიკის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნა;
- დანახარჯების შემცირების უზრუნველმყოფი რეფორმების განხორციელება, ანუ ნედლეულსა და რესურსებზე მონოპოლიური ფასების შემცირება თავისუფალი კონკურენციის პრინციპის განუხრელი დაცვის საფუძველზე;
- ბიზნესინკუბატორებისა და სხვა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუტების შექმნა და ხელშეწყობა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საინფორმაციოსაკონსულტაციო მომსახურების გაწევა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
- შეიქმნება რეალურად დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტო (დღეს ეს სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 ადამიანით არის წარმოდგენილი და მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირდება);
- სააგენტოს კანონით განესაზღვრება სათანადო ფუნქციები (დღეს სააგენტოს მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს არა კანონი, არამედ მთავრობა განსაზღვრავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს დამოუკიდებლად არ შეუძლია);
- სააგენტოს მიენიჭება ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია, რაც შესაბამისი კვლევების განხორციელებას გულისხმობს (დღეს მოქმედი კანონით სააგენტო მხოლოდ საჩივრებსა და განცხადებებზე უნდა რეაგირებდეს და ისიც მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც მთავრობამ განუსაზღვრა);
- მნიშვნელოვნად გაიზრდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური გარიგებების კონტროლის არეალი (დღეს მოქმედი კანონით მსგავსი გარიგებების დიდი ნაწილი რეგულირების სფეროში არ ხვდება, რაც ევროკავშირის მოდელს არ შეესაბამება);
- მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახლეობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იგრძნობს;
- საგადასახადო პოლიტიკა ყოველწლიურად დაადგენს საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები;
- ასევე, შემოიღებს ფიზიკური პირებისათვის გამოქვითვის გონივრულ სისტემას (ჯანდაცვასთან, დაზღვევასა და პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები);
- გადახედავს აქციზური საქონლის ნომენკლატურას და დაბეგრავს ძირითადად ფუფუნების საგნებს;
- გააუქმებს ქონების გადასახადში აფასების სისტემას და შეინაჩუნებს რეალურ 1%-იან განაკვეთს;
- სანქციების დაწესების შემთხვევაში, არ განხორციელდება კომპანიის მარაგების დალუქვა და არ შეიზღუდება მისი ბიზნესაქტივობა;
- შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების საფასურსა და ბაჟს;
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: