საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებულ მონიტორინგის გეგმას. Mმონიტორინგის შედეგების მიხედვით ამ ეტაპისათვის მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
სამხედრო მოსამსახურეთათვის, ერთი მხრივ, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, მეორე მხრივ კი, მათთვის და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. გარანტირებული უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევაც.
თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის ირაკლი ალასანიას მოსვლის შემდეგ, დაიწყო შირეული ცვლილებები და ახალი რეფორმების გატარება. მინისტრი ესტუმრა ავღანეთში საქართველოს ბაზებს და თავად გაეცნო ადგილზე მომსახურე სამხედროების ყოფას. მთავრობასთან ერთად მინისტრმა დაიწყო ზრუნვა სამხედრო სამსახურში მყოფ პირდა პირობების გაუმჯობესებისათვის. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელფასის გაზრდის შესახებ ავღანეთში მომსახურე სამხედრო პირებისთვის. მინისტრის განცხადებით, მალე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ გაუმჯობესებულ სადაზღვეო პაკეტს და უკეთეს მომსახურების პირობებს. (http://bit.ly/19l0sO2) და (http://bit.ly/11x5DIN)
1 თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეების 89% ხელფასები გაეზარდათ, ზრდა დაახლოებით 25% შეადგენს. (http://bit.ly/12qtStg)
მოხდა “საქართველოს ბანკთან” მოლაპარაკების შედეგად თავდაცვის სამინისტროში მომუშავე პერსონალის საბანკო ვალების რესტრუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდება საბანკო სესხების გაერთიანება, ხელსაყრელი საპროცენტი განაკვეთებით სარგებლობა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის მოქნილი ყოველთვიური გადახდის მეთოდი. (http://bit.ly/13hBWbR)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მონიტორინგს ატარებს. ირაკლი ალასანია სხვადასხვა ბაზებს სტუმრობს და ადგილზე ეცნობა სიტუაციას. მინისტრი გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პირველად გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. შემდეგ თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ქუთაისის სამხედრო პოლიციასაც ეწვია. მინისტრმა მოინახულა ასევე სენაკის და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. (http://bit.ly/10zdNiu)
კრწანისის I ქვეით ბრიგადაში სამშენებლო სამუშაოები განახლდა. მშენებლობის პროცესი დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერეს. ამჟამად, ყაზარმების, სასადილოს, ლაზარეთისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. (http://bit.ly/132fWCY)
ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის სისტემაში;
მინისტრი შეხვდა ასევე ომის ვეტერანებს, სადაც მან განაცხადა, რომ სახელმწიფო იზრუნებს მათზე და ასევე შეიქმნება ვეტერანების მოგვარების სპეციალური ჯგუფი. მთავრობას დაევალება ომის ვეტერანებისათვის სპეციალური პაკეტის მომზადება. (http://bit.ly/1453LmK)
ირაკლი ალასანიამ ომის ვეტერანებთან ერთ-ერთი შეხვედრისას გააცნო ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს ვეტერანების საქმეებზე და მათ სოციალურ დაცვაზე იქნება ორიენტირებული. aმ კომისიაში შევლენ თავად ვეტერანების მიერ არჩეული წარმომადგენლები. (http://bit.ly/156PxEX)
საჭიროა დაინერგოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური სტანდარტები და მეთოდები.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. (http://bit.ly/VyvPjx)
შემუშავდა მინისტრის ხედვა, სადაც გაწერილია 2013-2014 წლების პრორიტეტები. (http://bit.ly/10GyAgA)
"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" („თსმ 2013-2016“) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. (http://bit.ly/18mkEkq)
უნდა დაიხვეწოს სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი, გაიზარდოს პარლამენტის მონაწილეობა შეიარაღებული ძალების განვითარებისა და კონტროლის საქმეში. სავალდებულო უნდა გახდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე.
გადაიდგა პირველი ნაბიჯები პარლამენტის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს კონტროლი. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინა დოკუმენტი “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-20016”. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს თავდაცვის სამინისტროს წარმოდგენილ დოცუმენტს და სურვილს პარლამენტისა და სამინისტროს შორის ურთიერთობის. (http://bit.ly/12htYEc)
სამოქალაქო კონტროლი თვალსაზრისით, გაიმართა ასევე შეხვედრა მინისტრსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ამ შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს გამჭვირვალობის მისაღწევად სამომავლო მექანიზმების შემუშავება, ასევე სამოქალაქო კონტროლის გაზრდა. (http://bit.ly/13Y5Cgp)
ყურადღებას მოითხოვს სამხედრო განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება. თავდაცვის ეროვნული აკადემიის განვითარება და მისი ნატოს სტანდარტების დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბება არის მთავარი პრიორიტეტი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამხედროების მიერ თანამედროვე პროფესიებისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს სამხედრო პირების პროფესიული გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.
თავდავის ეროვნულ აკადემიაში დაინიშნა ახალი რექტორი, რომლის ხედვაც სრულად ემთხვევა თავდაცვის სამინისტროს ხედვას. (http://bit.ly/10z8fof)
ავღანეთში სამხედრო ოპერაციისას ნაღმზე აფეთქებული რიგირთი გურამ ჩიმახაძე, რომელსაც ორივე ქვედა კიდური ამპუტირებული აქვს, სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდება და სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს მუშაობას. (http://bit.ly/13hFUkL)
შესაქმნელია დასავლური ტიპის სამხედრო კარიერული სისტემა. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ჯარში გენდერული ბალანსისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხებს. კონტრაქტები თანაბრად გაითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამხედრო მოსამსახურის უფლებებსა და მოვალეობებს.
შეიქმნა საბჭო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემას უზრუნველყოფს. ახალი სისტემური მიდგომა მიზნად ისახავს თანამდებობებზე დანიშვნის, კარიერული ზრდისა და საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი კანდიდატების მაქსიმალურად ობიექტურ შერჩევას. (http://bit.ly/116S1iF)
თავდაცვის სამინისტროში შექმნილია შერჩევის საბჭოები, რომლებიც უწყებაში ყველა საკადრო გადაწყვეტილებას განიხილავენ. (http://bit.ly/11oy2e9)
აღსადგენია საჰაერო და სანაპირო თავდაცვის ძალები. ეს უკანასკნელი უნდა დაუბრუნდეს შეირაღებულ ძალებს და მჭიდროდ იქნეს ინტეგრირებული სახმელეთო სანაპირო თავდაცვის სისტემასთან. მკვეთრად უნდა გამოიყოს "ოპერაციათა მართვის ცენტრის" ფუნქციები.
ჯარების ამ სახეობების აღდგენის გეგმები სამთავრობო პროგრამაში ვეღარ მოხვდა. მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ ქვეყანას ცალკე საჰაერო და საზღვაო ძალები არ სჭირდება. (http://bit.ly/TPyvIO)
ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციების გაზიარების და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მიმდინარეობს მრავალი ვიზიტი და სტუმრების მიღება თავდაცვის სამინისტროში. აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროს დელეგაციეს ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შორის გაიმართა პირისპირ შეხვედრა. ნატოში მოხარულები არიან თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებით და მიესალმებიან სამინისტროს სწორ მიმართულებებით განვითარებას. (http://bit.ly/116RVaT)
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი. სწავლებებში მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პოლონეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმა. (http://bit.ly/11xav0B)
თავდაცვის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა „ბრიუსელის ფორუმში“, სადაც ირაკლი ალასანიამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორები ევროკავშირიდან და ნატოდან ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ასევე რა ნაბიჯებს დგამენ ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის კუთხით. (http://bit.ly/16dCZQ8)
თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ბულგარეთში ოფიცილური ვიზიტით, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით ბულგარეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირთან ურთიერთობა. (http://bit.ly/13RgFWW)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმყოფებოდა 23-25 მაისს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან გამართა შეხვედრები. ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკის სეიმსაც ესტუმრა. ირაკლი ალასანია ევროკავშირის სახლში საჯარო განხილვაშიც მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე საქართველოს უსაფრთხოება და თავდაცვის პოლიტიკა, ნატოში ინტეგრაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები განიხილებოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრენ. ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს ურმას რეინსალუს, თავდაცვის ლიგის მეთაურს, ბრიგადის-გენერალ მეელის კიილისა და ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ-მაიორ რიჰო ტერესს შეხვდა. (http://bit.ly/13wUS7X)
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრული რეფორმირება და მისი სარეზერვო სამსახურის პოტენციად გარდაქმნა, სამხედრო სავალდებულო სამსახური გახდება 6-8-თვიანი. შესაბამისად, მოხდება ორჯერ მეტი წვევამდელის გაწვევა და მათი პოტენციურ სამხედრო რეზერვისტებად მომზადება.
2013 წლის 5 აპრილს, პარლამენტის დადგენილებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური 15 თვის ნაცვლად შემცირდა და 12 თვიანი გახდა. (http://bit.ly/15Uf1oG)