a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულადი დახმარების სისტემა;
- ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საყოველთაო და თავისუფალი ხელმისაწვდომობა;
- სოციალური მომსახურება;
- სახელმწიფო და კერძო სისტემებისათვის კონკურენტული გარემოს შექმნა;
- შეიქმნება არასახელმწიფო არამომგებიანი ინსტიტუტი, რომელიც მოახდენს თანხების ადმინისტრირებას, მიმწოდებლების (სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები) შერჩევასა და დაფინანსებას. მისი საბჭო დაკომპლექტდება სახელმწიფოს, პაციენტების, სამედიცინო პერსონალის, სადაზღვევო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, პროფკავშირების) წარმომადგენლებისაგან;
- ადგილობრივ დონეზე შეიქმნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური კვლევების საშუალებით განახორციელებენ ლოკალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლასა და ანალიზს, პრობლემების იდენტიფიცირებას და ცენტრალური ხელისუფლებისათვის მიწოდებას; მათ დაქვემდებარებში შევლენ პირველადი ჯანდაცვის ლოკალური ქსელები, რომლებიც ჩაბმული იქნებიან როგორც ჩვეული და ხშირი დაავადებების მკურნალობის, ისე რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
- შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სისტემის საჭიროებათა რეალისტური გაანალიზება, დაგეგმვა, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმართვა და სწორი ინტერვენციების განხორციელება;
- შემავსებელი და დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება მიეცემათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს;
- სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ და დაფინანსებულ ბაზისური სარგებლის კალათაში შევა ის მომსახურებები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით სრულად დაფინანსდება:
- ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები);
- მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა);
- ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება);
- ორსულთა მოვლა და მშობიარობა;
- უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია);
- გადაუდებელი სტომატოლოგია;
- მედიკამენტები - პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- დიაბეტის პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგდება);
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგდება);
- ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარების პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგდება);
- უსაფრთხო სისხლის პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგდება);
- ტუბერკულოზის პროგრამა;
- აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამა;
- დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა;
- ნარკომანიის მკურნალობის პროგრამა;
- ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროგრამა;
- ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა;
- იშვიათი დაავადების მქონე ავადმყოფთა მკურნალობის პროგრამა;
- პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამა;
- უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვლევების ხელშეწყობის პროგრამა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველობის პროგრამა.
- სამედიცინო მომსახურების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება შიდა და გარე აუდიტის, ხარისხის მართვის ოფისების, ხარისხის კონტროლის პროგრამების, შეფასების ინდიკატორების, აკრედიტაციის სტანდარტების, პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებისა და რისკების მართვის სტანდარტებით.პერსონალი გაივლის სწავლებას ტექნიკური უსაფრთხოების მეთოდოლოგიების გამოყენებით;
- ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა;
- აღიარებული ისეთი პრინციპებს, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა;
- ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული;
- საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია;
- საქართველოში ამოქმედება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა;
- ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზა, შეფასების სისტემის გათვალისწინებით, დიფერენცირებული იქნება კატეგორიებად და, შესაბამისად, ამ კატეგორიებისათვის დახმარებაც დიფერენცირებული იქნება; ბ) გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა; გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: