საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
28 თებერვლიდან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა. საყოველთაო ჯანდავის პროგრამაში ჩასართავად სპეციალური პოლისი საჭირო არ არის. ეს პროექტი ხორციელდება მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით. მოქალაქე, რომელიც მივა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში და გადის რეგისტრაციას უკვე ითვლება უზრუნველყოფილად პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა რაიმე სახის გადაუდებელი მდგომარეობა, პაციენტი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მთელი ქვეყნის მაშტაბით დაუყოვნებლივ მიიღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.
დავით სერგეენკო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად ეწვევა. (http://bit.ly/162BSjb), (http://bit.ly/YIVuRW), (http://bit.ly/XR1SHJ), http://bit.ly/15szAIU და (http://bit.ly/13zDz80)
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" კერძო დაგროვებითი სისტემის რეფორმირების მუშაობის პროცესში ჩაერთვება. "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" გასული ორი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კერძო დაგროვებითი სისტემის რეფორმირების და ადგილობრივი საფონდო ბირჟის განვითარების პროექტზე. სამუშაოებში ბიზნესწრეებთან ერთად ჩართული იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. (http://bit.ly/Z17sdY)
სოციალური მომსახურების სააგენტომ აწარმოა დაკვირვება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, არჩევნებს. 2010 წლის მთავრობის 126-ე დადგენილების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული დადგენილების მოთხოვნის და ბაზების შედარების საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებოდა 5 935 და შეწყვეტოდა 11 846 ოჯახს. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 50 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი დაუფიქსირდა 32 ოჯახს; 40-დან 50 ათასამდე ლარზე მეტი დაუფიქსირდა 31 ოჯახს; 20-დან 40 ათასამდე 392 ოჯახს; 10-დან 20 ათასამდე შემოსავალი დაუფიქსირდა 2 363 ოჯახს; ხოლო, 5-დან 10 ათასამდე შემოსავალი 6 147 ოჯახს.
ასევე, შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბენეფიციარებს უფიქსირდებათ ბოლო წლებში გამოშვებული ძვირადღირებული ავტომობილები. მათ შორის, 2011 წლის ლექსუსი და ტოიოტა ლენდ კრუიზერი.
საჯარო რეესრტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბაზაში არსებობს, ე.წ. უმწეო, რომელსაც უფიქსირდება, რომ ათეულობით ბინის იპოთეკარია. უმწეოთა ბაზაში ფიქსირდებიან და ბიუჯეტიდან შემწეობის თანხას იღებდნენ შემდეგი უწყებების თანამშრომლები: კერძოდ - პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის სამსახურების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები. (http://bit.ly/XR3vVM)
აფთიაქებში ფარმაცევტული პროდუქციის დაშლა-დაფასოებისა და გაცემის წესებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება დაარეგულირებს. სპეციალურ ბრძანებას დავით სერკეენკომ ხელი უკვე მოაწერა. (http://bit.ly/YOLrx5) და (http://bit.ly/Xs593R)
ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ქვეყანაში ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვის უზრუნველყოფისთვის დაფინანსებისა და შესყიდვის თანამედროვე მექანიზმების შემუშავებისთვის. ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსება. ეს მეთოდი ხელს უწყობს სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსების ეფექტურ ხარჯვასა და ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. (http://bit.ly/XNy1TK)
2013 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგებულია. 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 345 000.0 (ორი მილიარდ 345 მილიონ) ლარს მოიცავს. თუკი 2011 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 1 281 301. 0 ლარი, ხოლო 2012 წელს 1 379 602. 2 ლარი, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 1 654 722.0 ლარი.
საპენსიო უზრუნველყოფა
2013 წლის 1 აპრილიდან ძალოვანი პენსიონერებისთვის და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჯანდაცვას:
საყოველთაო დაზღვევა
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია. აქედან 2 მილიონი უკვე დაზღვეულია მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებში, დარჩენილი 2 მილიონიდან კი 350-400 ათასი მოქცეულია კორპორაციული დაზღვევის ქვეშ (სწორედ აქ შედიან შეძლებული და მდიდარი ადამიანები). პირველ ეტაპზე, ანუ 2013 წლის თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფილი იქნებიან ისინი, რომლებსაც საერთოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნიათ.
2013 წლის საქართველოს ბიუჯეტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, როგორ ხორციელდება საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამა:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს გერმანიაში სამედიცინო პერსონალის სტაჟირების მიზნით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ წლამდე ვადით. მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა. (http://bit.ly/ZVgwjD)
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველი მოსაახლეობის ბინის ქირით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა.
2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში სოციალურად დაუცველმა პირებმა დაიწყეს სხვადასხვა ობიექტების თვითნებური დაკავება. აღნიშნული პროცესი დაიწყო 3 ოქტომბერს და სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს დღემდე. საქართველოს მთავრობამ, საკითხის მყისიერად გადაწყვეტის მიზნით, 2012 წლის 31 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ მყოფ პირთაერთჯერადად აღრიცხვას.
განკარგულების მოთხოვნათა შესრულების შემდეგ გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება,რომელიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ითვალისწინებდა ბინის ქირის უზრუნველსაყოფად სოციალურიდახმარების გაცემას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც განიხილა იმ დროისათვის შემოსული 2.302 განცხადება. დადგენილების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო, სოციალური დახმარების მიღებაზე უარი ეთქვა 1.107 განმცხადებელს, ხოლო დაკმაყოფილებული 1.195 განმცხადებლიდან სოციალური დახმარების მიღებაზე თანხმობა განაცხადა 863-მა.
სხვადასხვა ფართობების დაკავებები გაგრძელდა შემდგომ პერიოდში, რის გამოც სამინისტრომ 2013 წლის იანვარ-თებერვალში განახორციელა მონიტორინგი.
მონიტორინგისშედეგად გამოვლინდა, რომ 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიმღები 863 ოჯახიდან 106 ოჯახიკვლავ უკანონოდ რჩება სხვადასხვა ობიექტებში, რაც ნიშნავს, რომ ამ ოჯახებმა არ შეასრულეს საკუთარი განცხადებებით ნაკისრი ვალდებულებები და არ დატოვეს დაკავებული ფართობები, რის გამოც მომავალი თვიდან, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან არ მოხდება სოციალური დახმარების მიზნობრივად გამოყენება, შეუწყდებათ დახმარების მიღება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ, დღეიდან მოხდება ასეთი ოჯახების დაკავებულ ფართობებზე (ადგილზე) ინფორმირება და ის ოჯახები, რომლებიც დატოვებენ დაკავებულ ფართობებს, გააგრძელებენ სოციალური დახმარების მიღებას. ამასთან, მონიტორინგი გაგრძელდება პროგრამის მიმდინარეობის მთელ ეტაპზე. (http://bit.ly/VYTo3Q) და (http://youtu.be/NSjKHU27T2g)