a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დემოკრატიისა და სამართლის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- საპარლამენტო მმართველობის შემოღება;
- ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა;
- პარლამენტის წევრად და პრეზიდენტად არჩევის ცენზების მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრის უზრუნველყოფა;
- საპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელობის გაზრდა;
- დროებითი საგამოძიებო კომისიების ტრადიციის ჩამოყალიბება და მნიშვნელობის ზრდა;
- კონსტიტუციით დადგინდება ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება, რომელთა თავმჯდომარეები და წევრთა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან;
- გამარტივდება პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა;
- პროკურატურის რეფორმა;
- პროკურატურის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელსაც უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი(მთავარი პროკურორი დაინიშნება (5წლის ვადით) ან ვადაზე ადრე გათავისუფლდება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის თანხმობით);
- პარლამენტის მიერ დანიშნული საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის შემოღება;
- სასამართლო ხელისუფლება;
- მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის გაზრდა და მათი კარიერული წინსვლის პრინციპის დაწესება;
- ნამსახურობის ცენზის დაწესება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ გასამწესებლად მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად დადგინდება სამოსამართლო უფლებამოსილების ვადები;
- მოსამართლეობისა და ზემდგომ ინსტანციაში მოსამართლედ გასამწესებელ კანდიდატებს შეარჩევს მთლიანად დეპოლიტიზებული მართლმსაჯულების საბჭო, რომლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეთაგან აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო დანარჩენ წევრებს – პარლამენტი, სულ ცოტა 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატებისა და სწავლული იურისტებისაგან, რომლებიც საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში პატივისცემით სარგებლობენ;
- მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდება მხოლოდ დანაშაულის ჩადენა, განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა ან/და სამოსამართლო ეთიკის უხეში ან სისტემატური დარღვევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხების სპეციფიკურობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გასამწესებელ პირთა წრე შეიზღუდება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების მქონე პირებით, სულ ცოტა 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატებითა და სწავლული იურისტებით სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციასა და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას განახორციელებს თავად სასამართლო ხელისუფლება. მოსამართლეთა კონფერენცია რეალურ მონაწილეობას მიიღებს სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესში, შექმნის და დააკომპლექტებს წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობას;
- სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალობა, სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობის და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქმის განხილვის ღიაობის მკაფიო წესის და პროცესის გაშუქების უფლების დადგენა;
- სასამართლოში დაცული მასალების დამუშავებისა და დაუბრკოლებლად გაცემის წესის კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით მოწესრიგება;
- სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმა;
- სამი ინსტანციისაგან შემდგარი საერთო სასამართლოების სისტემის შემოღება (ადგილობრივი სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და თავისუფლების მოსამართლე. ბრალდებულისათვის უზრუნველყოფილი იქნება მინიმუმ ორი სასამართლო ინსტანციის უფლება;
- საკონსტიტუციო სასამართლო დაეფუძნება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება და კონსტიტუციურ სარჩელთა განხილვის ვადების შემცირება;
- რეგიონალური სასამართლო და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი იუვენალური სასამართლოს ჩამოყალიბება;
- გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები;
- დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის;
- საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, კერძოდ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. საპროცესო შეთანხმების დადების დროს გაიზრდება მოსამართლის როლი და უფლებები. ამასთან, გადამწყვეტი იქნება არა ის, რომ ფულის გადახდით შეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ის, რომ მოხდეს ორგანიზებული თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების ხელშეწყობა. აიკრძალება საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთა საქმეებზე და უპირატესობა მიენიჭება აღდგენით მართლმსაჯულებასა და რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას;
- განრიდება და/ან მედიაცია გამოიყენება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ არა მხოლოდ პროკურორის, არამედ პოლიციისა და სასამართლოს მიერაც;
- შეიზღუდება პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება. გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება შემაჯამებელი საპროცესო დოკუმენტების სასამართლოში გასაჩივრებით;
- გაძლიერდება ადვოკატურის ინსტიტუტი, რათა სრულად ამოქმედდეს შეჯიბრებითობის პრინციპი და ბოლო მოეღოს პროკურორის დიქტატს გამოძიების ეტაპზე და სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მოხდის რეჟიმის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა სრული დაცვა;
- სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)
- სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გაზრდა და პარლამენტის დავალდებულება, შეაფასოს მისი რეკომენდაციების განხორციელების მიზანშეწონილობა;
- პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას, უფლებადამცველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ სახალხო დამცველად შეიძლება აირჩეს მხოლოდ 30 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეწევა საზოგადოებრივ, შემოქმედებით, სამეცნიერო, პედაგოგიურ ან უფლებადაცვით საქმიანობას, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან საჯარო მოსამსახურე და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში სახალხო დამცველი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა. თუ კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაშინ მას პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთაგან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტი ვალდებულია, სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, პირველივე პლენარულ სხდომაზე დებატების ფორმით განიხილოს და შეაფასოს სახალხო დამცველის ანგარიში და მისი თითოეული რეკომენდაციის განხორციელების მიზანშეწონილობა;
- სახალხო დამცველს უფლება აქვს, დასვას საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ საქმე ეხება ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას, აგრეთვე კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე;
- ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლება მხოლოდ მთავრობას ექნება და მისი თანხმობის გარეშე ვერ მოხდება ბიუჯეტის პროექტში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც იწვევს სახელმწიფოს ხარჯის ზრდას ან შემოსავლის შემცირებას;
- მთავრობას უფლება არ ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე აიღოს სახელმწიფო სესხი ან რამე ფინანსური ვალდებულება, აგრეთვე, გადაიტანოს ხარჯი ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში;
- თუ პარლამენტმა საბიუჯეტო წლის დაწყების შემდეგ, კონსტიტუციით განსაზღვრულ 60-დღიან ვადაში ვერც სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო და ვერც მთავრობა შეცვალა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს;
- პარლამენტს უფლება ექნება, გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეაჩეროს შესაბამისი ხარჯის გაწევა;
- თუ სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო პარლამენტმა არ დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მთავრობა უნდა გადადგეს;
- კონტროლის პალატა იყოს 5-წევრიანი კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 5 წლის ვადით. მის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი თავის წევრთა სულ ცოტა 1/5-ის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. არჩევისათვის სავალდებულო უნდა იყოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, იმ პირობით, რომ მას მხარს უნდა უჭერდეს საპარლამენტო ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობაც;
- პალატის წევრები, სათანადო დონის პროფესიონალთაგან, უნდა აირჩიოს პარლამენტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ 2 წევრის არჩევას მაინც მხარს უჭერდეს საპარლამენტო ოპოზიციაც. კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად თანამდებობიდან მათი ვადამდე გათავისუფლება უნდა შეიძლებოდეს მხოლოდ იმპიჩმენტის წესით;
- კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური არის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულება, რომლის დირექტორსაც 5 წლის ვადით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
- მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დიდი მნიშვნელობის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციით განისაზღვროს ასეთი აღწერის ვალდებულება სულ ცოტა 10 წელიწადში ერთხელ;
- თვითმმართველობის ორგანოებს უნდა გადაეცეთ შესაბამისი თავისი (ექსკლუზიური) უფლებამოსილება, ფინანსები და საკუთრება, მათ უნდა ჰყავდეთ არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, უშუალო მონაწილეობა მიიღონ თავიანთი თემისა თუ ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, აგრეთვე მიიღონ ადეკვატური მომსახურება მაქსიმალურად ახლოს მდგომი ხელისუფლებისაგან. თვითმმართველობა თითოეული მოქალაქის საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნაზე იქნება ორიენტირებული და არა ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებზე;
- გაიზრდება თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლები. ფისკალური დეცენტრალიზაცია უზრუნველყოფს მუნიციპალური განვითარების პროცესის ეფექტიან წარმართვას და მუნიციპალური განვითარების შეუქცევადობას;
- თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დიდი ნაწილი განისაზღვრება ყოველი დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), როგორც იურიდიული პირის, სტატუსი. მათ საკუთრებაში გადაეცემათ არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიწა (სავარგულები, საძოვრები, ტყე), წყალი, უძრავი ქონება. ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით მოხდება რესურსულად მეტ-ნაკლებად თვითკმარი თემების შექმნა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით;
- თემებში, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით, შეიქმნება ადგილობრივი თვითმმართველობა პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოებისა და მერების/გამგებლების სახით;
- ყოველ სოფელს ეყოლება არა დანიშნული, არამედ მის მიერ არჩეული მამასახლისი;
- რეფორმისას მაქსიმალურად იქნება შესწავლილი ადგილობრივი ადამიანური და მატერიალური რესურსები, სოფლების ურთიერთთავსებადობა თემის შესაქმნელად და სხვა ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლად რეფორმა წარმატებული ვერ იქნება;
- მხარეებისათვის ტერიტორიულ-სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, მათთვის რეალური უფლებამოსილების გადაცემა და რესურსული უზრუნველყოფა, მმართველობის დემოკრატიული ფორმებისა და მექანიზმის ჩამოყალიბება;
- უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების ავტორიტარული მართვის სისტემის რეგიონალურ განშტოებად ჩამოყალიბებული გუბერნატორის ინსტიტუტის ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული ქმედითი სამხარეო ხელისუფლების სისტემით;
- რეგიონს მიენიჭება ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, იგი უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური საბიუჯეტო შემოსავლებითა და უფლებამოსილებით. შედეგად, რეგიონები განვითარდება არა ცალკეული პოლიტიკოსის მიერ დედაქალაქში მიღებული თვითნებური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიხედვით, არამედ ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ, მოსახლეობის მონაწილეობითა და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად შემუშავებული განვითარების გეგმების საფუძველზე;
- ჩამოყალიბდება თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების ქმედითი სისტემა და უზრუნველყოფილი იქნება მოხელეთა უწყვეტი მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
- საქართველოს მაღალმთიანი ზონის განვითარებისათვის დაწესდება ფინანსური სტიმულირების სისტემა;
- კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციირების უფლება მიენიჭება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მესამედსა და 200 ათას ამომრჩეველს;
- კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც ქმნის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მას გადასცემს განსახილველად. კომისიაში თანაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ყველა საპარლამენტო პარტია, აგრეთვე იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებიც იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომისიაში მიწვეული უნდა იყვნენ ასევე კონსტიტუციური სამართლის აღიარებული სპეციალისტები იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა არ აღემატებოდეს კომისიის დანარჩენ წევრთა 1/4-ს. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომისიის მუშაობაში არასამთავრობო სექტორის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ასევე რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტების მონაწილეობა. ამის შემდეგ კომისია აქვეყნებს პროექტს საყოველთაო სახალხო განხილვისათვის, რომელიც 1 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. კომისია საჯარო განხილვის გათვალისწინებით მომზადებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საჯაროდ აქვეყნებს კომისიის შექმნიდან არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება დასკვნის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ;
- კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორი მოსმენით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3;
- კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აუცილებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის, შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული პროცედურით – ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიენიჭოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პრევენციული კონტროლისა და მისი კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის უფლებამოსილება. შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე პერიოდში უნდა მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონპროექტის კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, მისი განხილვა შეწყდება;
- უნდა განისაზღვროს კონსტიტუციის ეგრეთ წოდებული დაცული ნორმები, რომლებიც არ დაექვემდებარება გადასინჯვას;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა;
- პოლიციის დეპოლიტიზების მიზნით ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს პოლიციისა და საშინაო საქმეთა სამინისტროს ურთიერთდამოკიდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიციის დამოუკიდებლობა და მისი დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან. საშინაო საქმეთა სამინისტროს პოლიციასთან;
- მიმართებით განსაზღვრული ექნება შემდეგი ძირითადი კომპეტენციები: მან უნდა დასახოს პოლიციის განვითარების, საორგანიზაციო, სამართლებრივი და საკადრო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, მოამზადოს ყოველწლიური საბიუჯეტო გეგმა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; უზრუნველყოს პოლიციის ძალების ეფექტიანი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მომსახურება და სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა. სამინისტრო, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, მხოლოდ მმართველობის სტრატეგიულ დონეზე უნდა მოქმედებდეს და მას არ უნდა ჰქონდეს ოპერატიულ დონეზე უშუალო პოლი-ციური ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება. პოლიცია უნდა იყოს საშინაო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დეპარტამენტის სახით არსებული სამართალდაცვის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას;
- კანონმა ამ დონეზე პოლიციის ისეთი ფუნქციების დეტალური რეგლამენტაცია უნდა მოახდინოს, როგორიცაა: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, მათი გამოვლენა და გამოძიება; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლი და პოლიციის სხვა, კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება;
- შსს-ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიციის ფუნქციის მქონე 2 მნიშვნელოვანი დეპარტამენტი (დღეს შსს-ს სისტემის ფარგლებში 16 დეპარტამენტია): პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა - საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. რაც შეეხება უშიშროების სამსახურებს, ისინი შსს-ს სისტემას უნდა გამოეყონ;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით, ოპტიმალური რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის საკადრო შემადგენლობით, რომელიც გარკვეულ სამოქალაქო კონტროლს დაექვემდებარება. მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რაც, პირველ რიგში, მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესში უნდა გამოიხატოს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირის წარდგენით. ამ სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია. შისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება არ უნდა იყოს;
- პოლიციელები გათავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან და შეიქმნება მათი საქმიანობის ხელშეუხლებლობის სამართლებრივი გარანტიები;
- საჯარო სამსახურის რეფორმა;
- საჯარო სამსახურის ბირთვს უნდა ქმნიდნენ უვადოდ დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები. საჯარო მოხელის გვერდით კი საჯარო სამსახურს, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, აგრეთვე უნდა ახორციელებდეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დამხმარე მუშაკი და შტატგარეშე თანამდებობაზე დაქირავებული მუშაკი;
- პარტიების დაფინანსების სისტემის რეფორმა;
- სიტყვისა და გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიქმნება საკანონმდებლო გარანტიები მედიაზე პოლიტიკური გავლენისა და მედიის მონოპოლიზაციის აღსაკვეთად, მისი დამოუკიდებლობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
- შეიქმნება იურისტებისა და ეკონომისტებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილ ვითარებას და მისი გამოსწორების გზებს, ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული „ელიტარული კორუფციის“ მასშტაბებსა და მექანიზმებს და დასახავს მისი აღმოფხვრის გზებს;
- ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით;
- სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვასა და პოპულარიზებას სადაც ამისი საჭიროება და მოთხოვნა იარსებებს, სახელმწიფო დანერგავს მრავალენოვანი განათლების სისტემას;
- სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ენის შესწავლის პროცესს – ყველა მსურველს (როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში) მიეცემა ქართული ენის შესწავლის საშუალება;
- ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზებისათვის, საჭიროა საზოგადოებრივი და სხვა ეროვნული არხებით გადაიცეს საინფორმაციო გადაცემები ეროვნული უმცირესობების ენებზე და ხელი შეეწყოს რეგიონალური ტელეარხების განვითარებას;
- ეროვნულ უმცირესობებს ადეკვატური მასშტაბის, ქრონომეტრაჟისა და შინაარსის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ქართულ მედიაში რეგულარულად უნდა შუქდებოდეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პრობლემები, მიღწევები, კულტურა, ტრადიციები და სხვა მნიშვნელოვანი თემები;
- ხელი უნდა შეეწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე მუშაობენ;
- უმნიშვნელოვანესია ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი ჩაბმა და აქტიური მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სახელმწიფომ, მედიამ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული უმცირესობების ჩაბმას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ დისკუსიებში;
- სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად უნდა აწარმოებდეს დიალოგს ეროვნული უმცირესობების ლიდერებთან.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: