a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მაკროეკონომიკური პოლიტიკის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- გაააქტიურებს მუშაობას ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად. ამ მიზნით, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელებს ცვლილებებს შრომის კოდექსში, შემოიღებს კონკურენციის შესახებ რეალურ კანონმდებლობას და რეგულირების მექანიზმებს, უზრუნველყოფს სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების მექანიზმების დანერგვას და სურსათის უსაფრთხოებას, რაც ამ შეთანხმებების დადების აუცილებელი წინაპირობებია;
- უხარისხო საქონლისა და დემპინგური ფასებისაგან დაიცავს ადგილობრივ ბაზარს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად;
- საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა (ეკონომიკის სამინისტრო) განახორციელებს იმპორტისა და შიდა სავალუტო ბაზრის სისტემურ ანალიზს;
- გაცვლითი კურსი და ინფლაცია განსაზღვრავს ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს;
- მონეტარული პოლიტიკის ძირითად ორიენტირად გაიხდის საბანკო სისტემის სტაბილურობას და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
- კრედიტების ხელმისაწვდომობა;
- უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება მეტწილად დაფუძნებული იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და დანაზოგების სტიმულირებაზე;
- პრიორიტეტულს გახდის სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური აგრარული ფონდის შექმნას, რომელიც მოემსახურება სასოფლო-სამეურნეო სექტორს და განახორციელებს მის მხარდაჭერას;
- უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ფონდის შექმნას, რომელიც მხარს დაუჭერს საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესს;
- მაღალლიკვიდური და ინვესტორებისათვის მიმზიდველი აქციების საფონდო ბირჟაზე გამოტანით უზრუნველყოფს მოთხოვნისა და გარიგებათა რაოდენობის გაზრდას;
- საბიუჯეტო პოლიტიკა და პრიორიტეტები;
- შემუშავდება საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენის ქმედითი მექანიზმი, რომელიც საზოგადოების პრობლემები იდენტიფიცირებაზე იქნება ორიენტირებული;
- ბიუჯეტი გამოქვეყნდება გამარტივებული ფორმატით და მოხდება მისი საჯარო განხილვა;
- გაუშიფრავი ე.წ. „სხვა ხარჯების“ წილი ბიუჯეტში შემცირდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
- მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზება;
- შემუშავდება საჯარო მოხელეების დაცვის ქმედითი მექანიზმები;
- შემუშავდება საბიუჯეტო ფონდების ფორმირებისა და განკარგვის ქმედითი, ასევე გამჭვირვალე მექანიზმები;
- მოსახლეობის მონაწილეობით მოხდება საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენა;
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: