a

ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.

  • ევროგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის შემუშავება;
  • საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების გაძლიერება; სამინისტროსათვის ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის, ასევე სივრცითი დაგეგმარების ფუნქციების გადაცემა;
  • გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე პრინციპებზე აგებული სისტემის შექმნა;
  • გარემოს დაბინძურების კონტროლის მექანიზმების ამოქმედება ისეთი საქმიანობის მოსაწესრიგებლად, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება;
  • გარემოს დაცვითი ნორმებისა და ინდიკატორების ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან, გარემოს მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის ორგანიზება, მონიტორინგის არსებული ქსელის გაფართოება და შესაბამისი მონაცემთა ბაზების შექმნა;
  • საწარმოების მიერ თვითმონიტორინგის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება;
  • ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების ქსელის გაფართოება და მოდერნიზება (საქართველოს ქალაქებში არანაკლებ ერთი სადგურისა ასი ათას მოქალაქეზე), საწარმოების, საავადმყოფოებისა და შესაბამისი ტიპის ობიექტების ირგვლივ სანიტარიული ზონების შექმნა/აღდგენა, სახელმწიფო პროგრამების განხორციელება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საწვავის ხარისხისა და ავტოპარკის, ასევე საწარმოების საქმიანობის შესაბამისობა ადამიანისა და გარემოს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდატებთან;
  • ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესება, წყლის სააუზო მართვის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფის გზით;
  • ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობების ეტაპობრივი რეაბილიტაცია/მშენებლობა; შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვა;
  • ნიადაგისა და მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების მექანიზმების შემუშავება ეროზიების შემცირების, გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ნაყოფიერი ფენის შენარჩუნების მიზნით;
  • ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელება, ასევე რაციონალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, ფლორისა და ფაუნის სახეობათა და პოპულაციათა რეალური მდგომარეობის დამდგენი სრულმასშტაბიანი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით;
  • დაცული ტერიტორიების ფარგლებში ფლორისა და ფაუნის სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა ობიექტის დაცულობის უზრუნველყოფა, მათი ფართობის მნიშვნელოვნად გაზრდა; ბუნების ძეგლებისა და სხვა დაცული ტერიტორიების ინვენტარიზაცია, პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტყეების გარემოსდაცვითი და რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნების პრიორიტეტად აღიარება, მერქნული რესურსების მოპოვების შეზღუდვა, ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ტყის რესურსების სრული ინვენტარიზაცია და ტყეთმოწყობის სამუშაოების განხორციელება, ხანძარსაწინააღმდეგო, პარაზიტებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის სრულმასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება, ტყითსარგებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის შესწავლა, კანონმდებლობასა და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (თესლეულისა და სანერგე მასალის) იმპორტისა და გამოყენების აკრძალვა (საქართველოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება);
  • გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირების სისტემის შემოღება, ასევე ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნება-გამოყენების ხელშეწყობა; ბიოლოგიური მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა;
  • ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საყოველთაოდ აღიარებული, თანამედროვე პრინციპების დანერგვა, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • უახლესი და საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, მათ შორის, ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა; სამთომომპოვებელ და გადამმუშავებელ, ასევე სხვა მსხვილ საწარმოებთან დროში გაწერილი შეთანხმების გაფორმება ნარჩენების უსაფრთხო განთავსებისა და ტექნოლოგიური გადაიარაღების შესახებ, მათთან გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულებების გადახედვა, ამ ხელშეკრულებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა;
  • ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ამ სახის ინდივიდუ-ალური სისტემების გავრცელების მხარდაჭერა, ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ქვეყანაში ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობის, აგრეთვე არსებული ჰიდროელექტრო სადგურების რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • საქართველოს ყველა რეგიონში მყარი მუნიციპალური ნარჩენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ე.წ. „სანიტარიული პოლიგონის“ მოწყობა, ასევე სხვადასხვა სახის სახიფათო ნარჩენების საცავების შექმნა, სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების, ასევე გარემოსდაცვით და სანიტარულ სტანდარტებთან შეუსაბამო ლეგალური ნაგავსაყრელი პოლიგონების კონსერვაცია; ამავდროულად, ქალაქებში ნარჩენების განცალკევებითი (სეპარაციული) შეგროვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამ სისტემით სარგებლობის პოპულარიზაცია და წახალისების ეკონომიკური მექანიზმების გამოყენება;
  • ქვეყნის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების, ასევე მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყაროების იმპორტისა და ტრანზიტის აკრძალვა, არსებული წყაროების გამოვლენა და უსაფრთხო განთავსება თანამედროვე სტანდარტების სათანადო საცავებში;
  • სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემის შექმნა, აგრეთვე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის ინდივიდუალური ტექნიკური საშუალებების გამოყენების მხარდაჭერა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების ნაპირების დაცვა-აღდგენითი მასშტაბური და ეფექტიანი სამუშაოების განხორციელება;
  • ეფექტიანი მექანიზმების შექმნა გარემოს მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის სრულად ინფორმირებისა და გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
  • სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სათანადო ეროვნული პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება და დანერგვა; გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული კამპანიების განხორციელება და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა;
  • თანამშრომლობის გაღრმავება სამეცნიერო სექტორსა და გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის დაწესებულებებს შორის, რათა მიღებულ იქნეს მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები; კვლევითი პოტენციალის გაზრდა გარემოს დაცვის, აგრეთვე საბუნებისმეტყველო და სხვა მომიჯნავე დარგებში;
  • გარემოსდაცვითი საკითხების სავალდებულო გათვალისწინება ურბანული დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში; სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება/გაუმჯობესება და გამწვანებული ტერიტორიების ფართობის ზრდა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ მაჩვენებლამდე;
  • გამწვანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა და მწვანე ნარგავების ხელყოფის აკრძალვა;
  • ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება; საშენი მასალების უვნებლობის, ასევე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მტვრისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მაჩვენებლების უზრუნველყოფა;
  • მაწანწალა ცხოველების რაოდენობის რეგულირების ჰუმანურ და ეფექტიან მეთოდებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
  • სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობის ევროგაერთიანების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის შექმნა.

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio