a

ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.

  • საჭიროა დაინერგოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური სტანდარტები და მეთოდები;
  • უნდა დაიხვეწოს სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი, გაიზარდოს პარლამენტის მონაწილეობა შეიარაღებული ძალების განვითარებისა და კონტროლის საქმეში. სავალდებულო უნდა გახდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე;
  • თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნება „სამოქალაქო ზედამხედველობის მრჩეველთა საბჭო“, რომელიც იქნება გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი საზომი;
  • ჩამოყალიბდება მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები შესაბამისი კონკრეტული ფუნქციებითა და მოვალეობებით. უნდა მოხდეს ფუნქციების განაწილება თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებულ შტაბს შორის;
  • აღსადგენია საჰაერო და სანაპირო თავდაცვის ძალები. ეს უკანასკნელი უნდა დაუბრუნდეს შეირაღებულ ძალებს და მჭიდროდ იქნეს ინტეგრირებული სახმელეთო სანაპირო თავდაცვის სისტემასთან. მკვეთრად უნდა გამოიყოს „ოპერაციათა მართვის ცენტრის“ ფუნქციები;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრული რეფორმირება და მისი სარეზერვო სამსახურის პოტენციად გარდაქმნა, სამხედრო სავალდებულო სამსახური გახდება 6-8-თვიანი. შესაბამისად, მოხდება ორჯერ მეტი წვევამდელის გაწვევა და მათი პოტენციურ სამხედრო რეზერვისტებად მომზადება;
  • შემუშავდება სამოქალაქო თავდაცვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება;
  • საჭიროა საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის შექმნა, რომელიც დაეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად პრინციპებს და მოახდენს ამ პრინციპების განვითარებას საინფორმაციო სფეროსთან მიმართებით;
  • სამხედრო მოსამსახურეთათვის, ერთი მხრივ, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, მეორე მხრივ კი, მათთვის და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. გარანტირებული უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევაც;
  • შესაქმნელია დასავლური ტიპის სამხედრო კარიერული სისტემა. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ჯარში გენდერული ბალანსისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხებს. კონტრაქტები თანაბრად გაითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამხედრომოსამსახურის უფლებებსა და მოვალეობებს;
  • ყურადღებას მოითხოვს სამხედრო განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება. თავდაცვის ეროვნული აკადემიის განვითარება და მისი ნატოს სტანდარტების დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბება არის მთავარი პრიორიტეტი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამხედროების მიერ თანამედროვე პროფესიებისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს სამხედრო პირების პროფესიული გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების მიზნით;
  • ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის სისტემაში;
  • შეიქმნება სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, გადახედილ იქნება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე, გადაისინჯება პრეტენზიები პენსიების დანიშვნის კანონიერების საკითხები;
  • ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio