a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- კონფლიქტების მოგვარებისთვის აუცილებელია მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩერება, სტაბილური უსაფრთხო გარემოს შექმნა, პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი მექანიზმის ჩამოყალიბება, უსაფრთხოების გარანტირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ქართველი, აფხაზი და ოსი ეთნოსების მშვიდობიან თანაცხოვრება არ უნდა შეჩერდეს მხარეთა ადმინისტრაციების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს. მიუხედავად ამისა, კონფლიქტების მოგვარების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს დე-ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისათვის;
- აფხაზურ და ოსურ დელეგაციებთან მოლაპარაკებები უნდა იმართებოდეს როგორც კონფლიქტების მხარეებთან, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოყენებული პრაქტიკის შესაბამისად. ქართული მხარე მზად უნდა იყოს კომპრომისებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, შექმნის სამშვიდობო პროცესების განვითარების პირობებს და იგივე მიდგომა უნდა მოითხოვოს დაინტერესებული მხარეებისაგან;
- ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეთანხმებების შესრულების გარანტიის მექანიზმი უნდა შეიქმნას ეუთოს ან გაეროს ფორმატში. შესაბამისად, მათ საშუალება ექნებათ დანიშნონ წარმომადგენელი და პროცესების მონიტორინგისათვის შექმნან საგანგებო მისია;
- ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვნად უნდა გააფართოონ არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა პოლიტიკური ექსპერტების დიალოგს და სხვა „ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას;
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყველაზე მეტად სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები დაზარალდნენ. ერთ-ერთი ამოცანაა ამ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებაზე ზრუნვა და უმოკლეს დროში მათი განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნება კონფლიქტის ზონების მიმდებარე რეგიონების რეაბილიტაციისა და განვითარების სპეციალური ფონდი;
- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის უზრუნველვყოფა ისეთივე დაზღვევის სისტემით, როგორსაც ვთავაზობთ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს;
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
- უნდა შეიცვალოს თბილისში მოქმედი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების მთავრობების საქმიანობა. საჭიროა მათთვის დევნილებთან დაკავშირებული ყველა საკითხის მართვის გადაცემა ცენტრალური სტრუქტურებიდან, აგრეთვე დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტება საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე;
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: