a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ განათლების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- შეიცვლება მანდატურის ინსტიტუტის შინაარსი; მანდატური, როგორც სკოლის თანამშრომელი დაიცავს სკოლის უსაფრთხოებას, სკოლის დებულებისა და ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
- გაუქმდება გადამისამართების (რეფერალის) წესი და შესაბამისი ინსტიტუტები, რაც გამორიცხავს რთულად აღსაზრდელი ბავშვების სოციალური ჯგუფების ხელოვნურად შექმნას; შეიქმნება ყველა პირობა, რომ რთული ქცევის ბავშვებმა განათლება სკოლაში მიიღონ;
- განათლების სისტემის მართვა არა ფასადურ, არამედ თანამიმდევრულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას დაეფუძნება;
- გადაისინჯება და დადგინდება განათლების სფეროში სახელმწიფო ორგანოების (მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) უფლებებისა და მოვალეობების გონივრული და ეფექტიანი თანაფარდობა;
- გაიზრდება და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისაგან მკაფიოდ გაიმიჯნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განათლების სფეროში; მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია იქნება სკოლების დაარსება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად (შემდგომში - სსიპ), ასევე მათი დაფინანსება და კონტროლი; რეგიონს გადაეცემა უფლებამოსილებები (დაფუძნება, დაფინანსება, კონტროლი) პროფესიული განათლების სფეროში;
- კანონმდებლობით განისაზღვრება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისუფლებამოსილება მხოლოდ სსიპ-ის ფორმით;
- გაუქმდება რეგენტთა საბჭო; გაუქმდება სკოლების ბრენდირების წესი; სკოლების წარმატებული ფუნქციონირება, მასწავლებლის კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებასთან ერთად, დაეფუძნება ზოგადი განათლების სფეროში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებასა და თემის აქტიურ მონაწილეობას; შეიქმნება როგორც სკოლებს, ისე მასწავლებელთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმები;
- შეიქმნება ობიექტური, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად მოსაზიდად როგორც ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ისე აკადემიურ და სხვა პოზიციებზე;
- დაცული იქნება მასწავლებლის, პროფესორის,მეცნიერის შრომის უფლება და მათ ვერავინ გაათავისუფლებს გადაირჩევს პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო;
- განათლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად დაიწყება საზღვარგარეთ ე.წ. „გადინებული ტვინების“ უკან დაბრუნების პროცესი;
- კანონით დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ პედაგოგიური, აკადემიური და/ან სამეცნიერო გამოცდილება; სკოლის დირექტორი იქნება არა მხოლოდ მენეჯერი, არამედ ამავე სკოლის მასწავლებელიც; სკოლის დირექტორს აირჩევს პედაგოგიური საბჭო;
- უზრუნველყოფილი იქნება მშობლების (მშობელთა საბჭოს მეშვეობით) ეფექტიანი მონაწილეობა სასკოლო გეგმის შემუშავებაში, სკოლის საქმიანობის ანგარიშის განხილვასა და შეფასებაში;
- ხელი შეეწყობა მშობელთა კომიტეტების შექმნას ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივდონეებზე და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას; სახელმწიფოსთან ერთად, ბავშვის უფლებების (მათ შორის განათლების უფლების) უპირველესი დამცველი იქნება მშობელი;
- განხორციელდება განათლების სისტემის მიუკერძოებელი ყოველწლიური მონიტორინგი დაშეფასება; უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დოკუმენტების საჯაროობა. განათლების სისტემის მონიტორინგი და შეფასება მიმართული იქნება არა სისტემაში სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელების, არამედ ხარვეზების გამოსწორებისა და განვითარების მიმართულებების დასახვისაკენ;
- ინფორმაცია განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯებისა და საგანმანათლებლო სისტემის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისათვის;
- გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზემთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით;
- განათლების საერთო ხარჯების ზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად მოიმატებს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ამაღლდება მათი სოციალური სტატუსი და პრესტიჟი; მასწავლებელს ექნება ღირსეულიცხოვრების პირობები;
- გადაიხედება განათლების დაფინანსების „ვაუჩერული“ წესი (როგორც დაფინანსების ძირითადი წყარო) და იგი შეივსება საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების სხვა კომპონენტებით;
- სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის საყოველთაო ზოგად განათლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- გაიზრდება სკოლამდელი აღზრდა-განათლებისათვის, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯები; შესაბამისად, გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა ყველა საფეხურზე;
- სახელმწიფო განახორციელებს როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ დოქტორანტთა მხარდაჭერის (წახალისების) პროგრამებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული მიღწევებით;
- შემუშავდება და დამტკიცდება სათანადო (მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის) სტანდარტები; საგანმანათლებლო დაწესებულებათა შექმნა/რეორგანიზაცია განხორციელდება არა სუბიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ ამსტანდარტების გათვალისწინებით;
- შეიქმნება (ასევე, ითარგმნება) და მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე; პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებების სტუდენტებისათვის შემუშავდება და განხორციელდება განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის სხვადასხვა მექანიზმები (სსიპ-ების საბაზო დაფინანსებასთან ერთად, სტუდენტთა გრძელვადიანი დაკრედიტება, მისამართული ეფექტიანი სოციალური დახმარებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება, საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და სხვ.); განისაზღვრება სტიპენდიების გაცემის წესი;
- ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისა და ამ პროფესიით დასაქმების თითოეული მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლება; უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული განათლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა;
- ჩამოყალიბდება შრომის ბაზრის რეგულარული კვლევისა და საზოგადოების ინფორმირების სისტემა;
- განხორციელდება შედეგზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, რაც შექმნის თითოეული სპეციალური საჭიროების მქონე პირისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ე.წ. „ქუჩის ბავშვების“) განათლების ხელმისაწვდომობის რეალურ გარანტიებს;
- საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების შესაძლებლობა; ხელი შეეწყობა ელექტრონული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას;
- კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა ცენტრალური მართვის ორგანოებისაგან; ეროვნული ცენტრის ფუნქცია იქნება ხარისხის გარე შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა/უზრუნველყოფა (უკიდურეს შემთხვევაში, ავტორიზაცია/აკრედიტაციისგაუქმება);
- არსებითად გადაისინჯება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოქმედი წესი; ავტორიზაცია/აკრედიტაციისას უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელიგაზომვადი და ობიექტური ინდიკატორების გამოყენება, ასევე დარგობრივი და შინაარსობრივი მხარის შეფასება;
- სკოლამდელი დაწესებულებებისათვის შემუშავდება და დაინერგება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმა და პროგრამები; უზრუნველყოფილი იქნება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთასათანადო კვალიფიკაცია;
- არსებითად გადაისინჯება ეროვნული სასწავლოგეგმა, აგრეთვე ამ გეგმით განსაზღვრული როგორც სწავლა-სწავლებისა და საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები, ისე საგნობრივი პროგრამები; სკოლას დაუბრუნდება აღმზრდელობითი ფუნქცია; განსაკუთრებული ყურადღებამიექცევა ქართული ენის, როგორც ცალკე საგნის, სწავლებას; სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრება არა უმეტეს 25 მოსწავლისა;
- განხორციელდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამები;
- სათანადო პროგრამები/ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიაში; ამ სტრატეგიებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შედეგები გაანალიზდებასწავლებისა და კვლევის შეფასების საერთაშორისო ინდიკატორების შესაბამისად;
- განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის საბაზო დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა; ამ დაფინანსების ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის უფლებამოსილება, გაიზრდება მეცნიერთა შრომის ანაზღაურება;
- სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის/ფონდებისმიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეცნიერთა პროექტების საგრანტო დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისად, ობიექტური დაგამჭვირვალე შეფასებისა და დაფინანსების წესის საფუძველზე;
- შემუშავდება და განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტიანი მექანიზმები.
a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მეცნიერების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის კუთხით;
- ჩვენს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება;
- მოხდება ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევათა ორგანიზებისა და მხარდაჭერის ახალი, ევროპული ტიპის სისტემის ფორმირება;
- უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, კვლევების ხარისხის ამაღლება, ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ქვეყნის მეცნიერების ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში;
- შეიქმნება მეცნიერების სფეროში შედეგზე ორიენტირებული საგრანტო დაფინანსების სისტემა;
- სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში, მათ შორის, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ფორმით;
- ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: