საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
საპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელობის გაზრდა
აღნიშნული აქტივობის წინაპირობად განიხელება საპარლამენტო ოპოზიციის აზრის გათვალისწინებით შესრულებულ აქტივობები. ოპოზიციის აზრის გათვალისწინება საკანონმდებლო ცვილლებებში.
პლენარულმა სხდომამ პირველი მოსმენით განიხილა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. (http://bit.ly/YclPLE)
აღნიშნული პროექტით მხოლოდ უმცირესობა ხდება უფლებამოსილი წარადგინოს დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურები; ამავე ცვლილებით განისაზღვრება აღნიშნულ კომისიებში უმრავლესობის წარმომადგენლობის კვოტა - კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. პროექტის წინააღმდეგ ხმა 70 დეპუტატმა მისცა, ხოლო მხარი მხოლოდ 50-მა დეპუტატმა დაუჭირა, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის განმარტებით დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულებები და შესაბამისად, დაუშვებელია ამ კომისიას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი, აღნიშნული ცვლილება ჩაწერილი იყო თავად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში და ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდა, იგი ეძებს არგუმენტებს, რათა განმარტოს, რატომ არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას. (http://bit.ly/12HB98m)
დროებითი საგამოძიებო კომისიების ტრადიციის ჩამოყალიბება და მნიშვნელობის ზრდა
აღნიშნული კანონდებლობა უკვე არსებობს 2011 წლის 1 იანვრიდან (დროებითი საგამოძიებო კომისიების შესახებ: კონსტიტუციის მუხლი 56).
24.10.2012 პარლამენტში შევიდა კანონპროექტი: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ". "პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ეფექტურობისა და საპარლამენტო უმცირესობის როლის გაზრდა. კონკრეტულად საკითხი შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საგამოძიებო კომისიის ეფექტურ მუშაობას". იხ. კანონპროექტის სრული დოკუმენტი (http://bit.ly/Z17512).
რეალურად გამარტივდა საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნა - მის შესაქმნელად საკმარისია ეს მოითხოვოს დეპუტატთა ერთმა მეხუთედმა და არა სულ ცოტა ერთმა მეოთხედმა (როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული), მაგრამ ამ პუნქტის ახალი რედაქციის მეორე წინადადების თანახმად, კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილების მიღება კი საპარლამენტო უმრავლესობაზეა დამოკიდებული. მაშასადამე, თუ უმრავლესობა არ მოისურვებს კომისიის შექმნას, იგი არც შეიქმნება და არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, კომისიის შექმნას მეოთხედი მოითხოვს თუ მეხუთედი. მაგრამ, თუ კომისიის შექმნას უმცირესობა მოითხოვს (კონსტიტუციით დადგენილი რაოდენობა), იგი აუცილებლად უნდა შეიქმნას. ამასთანავე, ორივე შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით კომისიაში მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.
სასამართლო ხელისუფლება
საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტებში ჩადებულია სასამართლო სისტემის რეფორმისათვის და მოსამართლეთა გადამზადებისათვის თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტში ამისათვის გამოყოფილი თანხები იზრდება ყოველი მომდევნო ბიუჯეტში(2014–2016 წწ). მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების მომზადება–გადამზადების პროგრამა ემსახურება მომავალი მოსამართლეების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებასა და გადამზადებას. ბიუჯეტით გათვალისწინებულია რომ თითოეული მოქმედი მოსამართლე წელიწადში არანაკლებ 4 დღის განმავლობაში გაივლის გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას თითოეული მოქმედი მოსამართლის თანაშემწე წელიწადში არანაკლებ 2 დღის განმავლობაში გაივლის გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას. აღნიშნული თანხების შესახებ გაწერიალია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და ნათლად არის ჩამოყალიბებული პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი საქმიანობები, მოსალოდნელი საბოლოო შედეგები და საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები. (http://www.mof.ge/5109)
სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადდა კანონპროექტები რომელსაც ახლანდელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფითად აფასებს. (http://bit.ly/WM2huN)
საერთო ჯამში სასამარლო სისტემის განვითარებისათვის ბიუჯეტში გამოყოფილია 113.440 ლარი. რაც მოემსახურება შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
სისხლის სამართლის პოლიტიკა
საარჩევნო პროგრამაში არსებული დაპირების მიხედვით, გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები. 2012 წლის 12 ნოებრეს მიღებული იქნა კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნულთან დაკავშრებული კანონი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ“. (http://bit.ly/VECjgD)
2013 წლის თებერვლის თვეში(19, 21) უირიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა ორი კანონპროექტი განსახილველად:
სახალხო დამცველი
2013 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია სახსრები სახალხო დამცველის აპარატის განვითარებისათვის, რაც მოხმარდება სახალხო დამცველის სპეციალიზებული ცენტრების (ბავშვის და ქალის უფლებათა ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი) და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მუშაობის მხარდაჭერას:
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის დეკემბერში. წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით: "სახალხო დამცველად შეიძლება აირჩეს მხოლოდ 30 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეწევა საზოგადოებრივ, შემოქმედებით, სამეცნიერო, პედაგოგიურ ან უფლებადაცვით საქმიანობას, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან საჯარო მოსამსახურე და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში". არჩეული სახალხო დამცველი სრულად აკმაყოფილებს აღნიშნულს. (http://bit.ly/VZSTYB)
საკანონმდებლო ორგანომ იგი 82 მომხრით, 18-ის წინააღმდეგ აირჩია. (http://bit.ly/WgM3Nc)
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის მარტი-ივნისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
სახელმწიფო მოწყობის რეფორმის უმთავრესი საკითხები
პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა
11-06-2013 პროკურატურის დეპოლიტიზებისთვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს, აღარ არის მთავარი პროკურორი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგამოძიებო პროცესში. (http://www.ambebi.ge)
28 მაისი 2013 პარლამენტის პლენარული სხდომა იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები ერთმანეთისგან იმიჯნება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 76 ხმით, ერთხმად, მეორე მოსმენით მიიღეს. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრი აღარ განახორციელებს და ეს ფუნქცია მხოლოდ პროკურატურას რჩება. თუმცა, რამდენადაც იუსტიციის სამინისტრო პროკურატურაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს, გარკვეული კომპეტენციები იუსტიციის სამინისტროს მაინც დარჩება.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურის ნაცვლად საჯარო იქნება. ცვლილების თანახმად, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მთავარ პროკურორს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც და თანამდებობიდან გათავისუფლებაც მთავარი პროკურორის პრეროგატივა იქნება. ცვლილებით, ახლებურად ყალიბდება ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე დანიშვნის საკითხები. პარლამენტის წევრებმა ასევე, ერთხმად მიიღეს „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე თხუთმეტამდე კანონპროექტი. (http://parliament.ge)
2013 წლის 9 ივნისს გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა მე-10 (რიგგარეშე) კონფერენცია. კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული კომიტეტის ყველა სხდომა იყო ღია და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. მოსამართლეთა კონფერენცია მუშაობას გაარძელებს 16 ივნისს და მოსამართლეები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებს. (http://on.fb.me/VElEtN)
პროკურატურის რეფორმა
11-06-2013 პროკურატურის დეპოლიტიზებისთვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრი, ამავე დროს, აღარ არის მთავარი პროკურორი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგამოძიებო პროცესში. (http://www.ambebi.ge)
2013 წლის 28 მაისის პარლამენტის პლენარული სხდომა. იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები ერთმანეთისგან იმიჯნება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 76 ხმით, ერთხმად, მეორე მოსმენით მიიღეს. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრი აღარ განახორციელებს და ეს ფუნქცია მხოლოდ პროკურატურას რჩება. თუმცა, რამდენადაც იუსტიციის სამინისტრო პროკურატურაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს, გარკვეული კომპეტენციები იუსტიციის სამინისტროს მაინც დარჩება. კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურის ნაცვლად საჯარო იქნება. ცვლილების თანახმად, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მთავარ პროკურორს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც და თანამდებობიდან გათავისუფლებაც მთავარი პროკურორის პრეროგატივა იქნება. ცვლილებით, ახლებურად ყალიბდება ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე დანიშვნის საკითხები. პარლამენტის წევრებმა ასევე, ერთხმად მიიღეს „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე თხუთმეტამდე კანონპროექტი. (http://parliament.ge)
2013 წლის 9 ივნისს გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა მე-10 (რიგგარეშე) კონფერენცია. კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული კომიტეტის ყველა სხდომა იყო ღია და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. მოსამართლეთა კონფერენცია მუშაობას გაარძელებს 16 ივნისს და მოსამართლეები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებს. (http://www.pirweli.com.ge/?menuid=11&id=34990)
სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმა
საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმისათვის 2013 წლის წარმოდგენილ ბიუჯეში გამოყოფილია 2,615.0 მლნ ლარი.
2013 წლის 3 მაისი. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა სტეფან ფულემ საქართველოში მოავლინეს სპეციალური წარმომადგენელი – თომას ჰამერბერგი, როგორც ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში. მაია ფანჯიკიძე 5 მარტს თომას ჰამერბერგს, სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტს შეხვდა. ჰამერბერგი საქართველოში იმ პროცესების მონიტორინგს განახორცილეებს, რომელიც მთავრობას სურს რომ გამჭვირვალედ წარიმართოს. იმ 4 თვეში, როდესაც ჰამერბერგი საქართველოში იმუშავებს, მონიტორინგს გაუწევს რიგ საკითხებს, მათ შორის სისხლის სამართლის გახმაურებულ საკითხებს, რათა არ დარჩეს არც საქართველოში და არც უცხოეთში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ რამე გაუმჭვირვალე. საგარეო საქმეთა მინისტრის ფანჯიკიძის განცხადებით, მონიტორინგის ვრცელ შედეგებს ჰამერბერგი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეაჯამებს. თომას ჰამერბერგის მისიის მიზანია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის სახელით საქართველოს მთავრობას გაუწიოს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, პენიტენციური რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა. ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად მისი საქმიანობა, ერთი მხრივ, დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში. საქართველოს მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
სასამართლო სისტემის 2012 წლის რეფორმები და მიღწევები:
სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია, პროცესების აუდიო ჩაწერა და პოლიტიკური წნეხის პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება - ეს ის ძირითადი რეფორმებია, რაც კოტე კუბლაშვილის განცხადებით, 2012 წელს განხორციელდა.
კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის მიღწევებს შორისაა ისიც, რომ სასამართლო ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა: "ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაში ბოლო პერიოდში პოლიტიკური თავდასხმები და ჩარევები მივიღეთ. მაგარმ ჩვენი მხრიდანაც იყო ადეკვატური პასუხი და ყველამ გაიგო, რომ ასეთი გამოხტომები მათთვისვეა საზიანო. დღევანდელი სასამართლო, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება 2005 წლის სასამართლოსგან."
უზენაესის თავმჯდომარე 2013 წლის რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს სასამართლო სისტემაში ოთხი ძირითადი ცვლილება იგეგმება. ესენია: იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც, კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მყარი გარანტია იქნება.
მეორე ცვლილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხება: "ჩვენ მოსამართლეთა მომზადების ისეთი სისტემა გვაქვს, რომ მას 3-წლიანი ვადა აღარ სჭირდება. თუკი მოსამართლე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მას იმუნიტეტი ვერ დაიცავს. ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან დაცულები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერის ჩადენის უფლება აქვთ" - განაცხადა უზენაესის თავმჯდომარემ.
მესამე ცვლილება ელექტრონული საქმისწარმოება, რაც კუბლაშვილის ცნობით, სასამართლოს გარე მომხმარებლებს მუშაობის პროცესს გაუადვილებს.
2013 წლის ცვლილებებში შედის მედიაციაც, რაც ორ მხარეს შორის გარიგებას გულისხმობს: "ჩვენ წელს მედიატორები შევქმენით. ისინი სასამართლოდან წაღებულ საქმეზე იმუშავებენ მხარეებთან, რათა შედეგი ორივე მხარისთვის სასურველი და დამაკმაყოფილებელი იყოს. სასამართლო ბოლო ინსტანცია უნდა იყოს, მანმდე კი მხარეები კანონის სრული დაცვით უნდა შეთანხმდნენ."
კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში სასამართლო იმ ტენდენციით მიდის, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება ყოველ წელს სულ უფრო იკლებს და 2013 წელს შესაძლოა 40%-ს ჩამოსცდეს: "ეს არ არის და არც უნდა იყოს ხელისუფლებში მომხდარ რაიმე ცვლილებთან დაკავშირებული. მოსამართლეებმა იციან, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმ პირის სახელსა და გვარს, ვის საქმესაც იძიებენ."
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინფრომაციით, წელს მოსამართლეთა წინააღმდეგ 1000-ზე ნაკლები საჩივარი მიიღეს. მაგრამ აქედან მხოლოდ 2-3%-ია დასაბუთებული: "სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ საქმეებს და შესაბამის ზომებს მიიღებს. 90% ითხოვს, რომ მოსამართლე დაისაჯოს და განაჩენი შეიცვალოს. რაც შეუძლებელია, რადგან მოსამართლის დასჯა განაჩენთან კავშირში არაა." (http://www.liberali.ge)
სისხლის სამართლის პოლიტიკა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. (http://bit.ly/VECjgD)
საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმულ კითხვაზე მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არ ეთანხმება და ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა. "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 1 მაისს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". კომიტეტი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის მაისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში,რომლითაც დაცვის უფლებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანსწორობის პრინციპის დაცვა უმნიშვნელოვანესია, რაც კონკრეტული ნორმებით უნდა განმტკიცდეს. შესაბამისად კომიტეტი მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია საყურადღებო და ანგარიშგასაწევია. ეს კი შემდგომ ეტაპზე ამ და სხვა მუხლებში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც უნდა მომზადდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ადვოკატებთან, უფლებადამცველებთან, სხვადახვა უწყებებთან ერთად იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. კომიტეტის აზრით არსებითი საკითხი არის არა ის, უნდა ჰქოდეს თუ არა დაცვის მხარეს უფლება მიმართოს სასამართლოს ჩხრეკის ან ამოღების შუამდგომლობით, არამედ ის თუ რამდენად შესაძლებელია ამ უფლების ამოქმედება პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში. ეს სრულად დამოკიდებულია სახელმწიფოს შესაძლებლობაზე უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზაცია. თუ სახელწმიფო 1 სექტემბერს ამისთვის მზად არ აღმოჩდება, ჩვენ მივიღებთ დეკლარირებულ უფლებას, რომელიც პროცესუალურად არ იყო რეალიზებული. ეს კი თავად ამ უფლების დისკრედიტაციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. კომიტეტს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ზემოთ მითითებული საფრთხეების გათვალისწინებით. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ საკითხის ერთი ან რამდენიმე თვით გადადებაზე მეტად მნიშვნელოვანია დაცვის მხარისთვის ამ უფლების მინიჭება. პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები და ვეტო ატარებს წმინდა პოლიტიკურ მიზანს და არა რეალურ სურვილს დაცული იყოს დაცვის მხარის უფლებები, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. მისი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი და სწორედ ამის გამო ვერ იქნება გაზიარებული. კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან კანონმდებლობაში ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მოსამზადებლად, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას და მხარეთა თანასწორობას."
პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნებს 3 დეპუტატი, ხოლო კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას კომიტეტის 4 წევრი დაეთანხმა. წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მოხდის რეჟიმის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა სრული დაცვა
2013 წლის 10 ივნისს, სასტუმროში "რედისონი", საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ, საზოგადოებას წარუდგინა დეპარტამენტის ანგარიში 2012 წ. ნოემბერი-2013 წ. ივნისის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის, ასევე დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ. (http://www.mcla.gov.ge/cms/site_images/pdf/sasjelagsrulebis_departamentis_angarishi.pdf)
სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)
უჩა ნანუაშვილი – აკმაყოფილებს დაპირებულ კრიტერიუმებს.
2012 დეკემბრიდან – საქართველოს სახალხო დამცველი
2010 – 2012 – ადამიანის უფლებათა სახლი / გამგეობის თავჯდომარე
2007 – 2012 – ადამიანის უფლებათა ცენტრი / დირექტორი
2000 – 2002 – თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი / ლექტორი
2003 – 2004 – საქართველოს შსს პოლიციის აკადემია / ლექტორი
2000 – 2001 – ორგანიზაცია Amnesty International-ის თბილისის საინიციატივო ჯგუფი / კოორდინატორი
1998 – 1999 – ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა (HCA)–ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი / ადამიანის უფლებათა ოფიცერი
1996 – 2007 – ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი / სხვადასხვა პოზიციები (თანამდებობები). (http://www.ombudsman.ge)
საკანონმდებლო ორგანომ 82 მომხრით, 18-ის წინააღმდეგ, ომბუდსმენის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი აირჩია. სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ომბუდსმენის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს საკუთარი ბიოგრაფია და შრომითი საქმიანობა გააცნო. მანვე სამომავლო გეგმებზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. (http://bit.ly/WgM3Nc)
სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური სამუშაოების 2013 წლის პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 თებერვლიის № 26/02/03 განკარგულებით. (http://www.geostat.ge)