საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია (მინისტრის ბრძანება №1375) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და სახალხო დამცველის თანამონაწილეობით, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. კომისია შეისწავლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხებს. კომისია ინტესიურ რეჟიმში მუშაობს, ყოველკვირეულად სამუშაო შეხვედრებს მართავს, განცხადებებს განიხილავს და მიმართვის ავტორებისთვის ღია კარის დღეებს აწყობს. (http://bit.ly/10tEyT0) და (http://bit.ly/10BryOR)
დაიწყო სკოლების მანდატურების გადამზადება. მანდატურები ფსიქოლოგებთან სპეციალურ ტრენინგებს გადიან. ტრენინგების კურსი ბავშვებთან კომუნიკაციას, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევას, რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან ურთიერთობებს, ასევე საკუთარი თავის ფლობის ტექნიკას და ქცევისა და ეთიკის ნორმებს მოიცავს.
მანდატურების გადამზადება ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე, 1400 მანდატურიდან 200 შეირჩა, რომელთა ტრენინგები წლის ბოლომდე დასრულდება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების ტესტირება დეკემბრის თვიდან დაიწყო. 700-მდე მანდატურმა ელექტრონული ტესტირების შემდეგ ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიარეს და მათი შედეგების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა გადასამზადებელი ტრენინგების კურსი.
ასევე იცვლება სკოლის მანდატურის უნიფორმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახური ატარებს წამახალისებელ კონკურსს. მოსწავლეებს შეუძლიათ დახატონ სკოლის მანდატურის ახალი, მათთვის სასურველი უნიფორმის ესკიზები. (http://bit.ly/YVk02p) და (http://bit.ly/10BrZJ3)
იცვლება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები. ამოქმედება სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება და სწორედ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი იქნება ის რგოლი, რომელიც სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესს გაუწევს მონიტორინგს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იანვრის თვეში გამოაცხადა კონკურსი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ახალი ხელმძღვანელების შესარჩევად. (http://bit.ly/YbyluJ)
2012 წლის 20 დეკემბრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული კონცეფციის განხილვა მოეწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა და კონსულტანტებმა პედაგოგებს დაგეგმილი პროექტები და აქტივობები გააცნეს და მათი წინადადებები მოისმინეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით შემუშავდა ახალი კონცეფცია. დოკუმენტი პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და მასზე დაფუძნებით მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა კონცეფციაში ასახულია დამწყები პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდები, მასწავლებლების უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, სკოლების მართვისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვ. კონცეფცია მასწავლებლის სახლის კონსულტანტებმა შეიმუშავეს. განხილვას თბილისიდან და ახლომდებარე რეგიონებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. (http://bit.ly/Y3QFab)
გაიმართა სამუშაო შეხვედრა ზოგადი განათლების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დვალი და კომისიის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს განათლების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებული იდეებისა და წინადადებების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა კონკრეტულად სასკოლო რეფორმაზე, ახალ მიდგომებზე, სისტემის დეცენტრალიზაციასა და მეცნიერებასა და სკოლას შორის ერთიანი სააზროვნო სივრცის შექმნაზე. განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის წევრები სისტემატიურად ხვდებიან საზოგადოების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათთან ერთად განიხილავენ ახალ კონცეფციას, რომელიც სამეცნიერო, საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების განვითარებას და განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს.
გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ზოგადი განათლების მიმართულებით. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მრჩეველი ფილიპ ტესტოტ-ფერინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს. (http://bit.ly/13QKV7B) და (http://bit.ly/13QKZEC)
ხორციელდება პროექტი "ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში", რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტებმა და განათლების ფსიქოლოგებმა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაამრთეს. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა mshobeli@mes.gov.ge, რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს შეკითხვები და რეკომენდაციები. (http://bit.ly/13QNGpD) და (http://bit.ly/ZCOhFD)
2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და სრულყოფაზე. 2013 წლის პირველადი საბიუჯეტო პროექტი ოპტიმიზაციის მიზნით გადაიხედა. განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რესურსიდან დაახლოებით 35 მლნ ლარი იქნა მობილიზებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი 61.700 მლნ ლარით გაიზარდა (2012 წ. - 608.300 მლნ. ლარი; 2013 წ. - 670.000 მლნ. ლარი). გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 26%-59%-ით გაიზარდა.
ზემოაღნიშნული დამატებითი და მობილიზებული რესურსი, ჯამში 96.700 მლნ ლარი 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მიმართულ იქნა შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:
ცვლილებები მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში:
გაიზარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის (ბაკალავრიატის სტუდენტთა) დაფინანსება (დამატებით 10.2 მლნ ლარი). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობით გამოიყო პროგრამები და ამ პროგრამების ფარგლებში სწავლა გახდა უფასო; დაფინანსება შეეხებათ დოქტორანტურის სტუდენტებსაც; აგრეთვე შენარჩუნდა სასწავლო გრანტის პროგრამა 11 მილიონი ლარის ფარგლებში.
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 2013 წლის ბიუჯეტში დამატებით გამოიყო 14.5 მლნ ლარი. აამოქმედა ახალი პროექტი "სკოლების ხელმისაწვდომობა". პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. პირველ ეტაპზე, სასკოლო ავტობუსი საქართველოს მასშტაბით 190 საჯარო სკოლას დაენიშნა. 6 მარტიდან კი, პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო და უკვე 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლეა სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2.6 მლნ. ლარი გამოყო. (http://bit.ly/168iCB1), (http://bit.ly/VZJd0g), (http://bit.ly/ZywIZl) და (http://bit.ly/YmNExM)
2013 წლის 15 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი. WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე, გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას. (http://bit.ly/XgCelg)
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო სფეროში მოღვაწე განათლების სპეციალისტები ჩაერთვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურადაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი. 14 დეკემბერს კომისიის შეხვედრაზე, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის ქართული ენის საბაზო დონის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების საკითხი განიხილეს. 2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ორგანიზაცია "სკოლა, ოჯახი, საზოგადოება" და ა.შ. ასეთი შემადგენლობით კომისიის შექმნის მიზნია განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.
ვროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის "ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა პროფესიული განათლების სექტორში" ფარგლებში, გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და წარმოდგენილი იყო მომავალი წლების შესაძლო პრიორიტეტები. ახალი სტრატეგია 2009-2012 წლების სტრატეგიის მიღწევებს დაეფუძნება და იმ გამოწვევებს გაითვალისწინებს, რაც საქართველოსა და თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებობს. შეხვედრის ფარგლებში, დოკუმენტის შესამუშავებლად დაისახა კონკრეტული ამოცანები და ვადები. მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აუცილებელია გაიზარდოს პროფესიული განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომობა, მიმზიდველობა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. (http://bit.ly/XpWlLZ) და (http://bit.ly/ZCOQ2c)
გამოიცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური განათლება - სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის". გზამკვლევი გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის "სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის" ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. გზამკვლევში საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვის პროცესზე, სასწავლო სტრატეგიებზე, სპორტის მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობაზე. ცალკე თავად არის გამოყოფილი ადაპტური სპორტის საკითხები და ის მოძრავი თამაშები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა. წიგნს კონკრეტული შემთხვევების განხილვა და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი ერთვის. პუბლიკაცია საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა. (http://bit.ly/XVTs1P)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვას იწყებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და ნორვეგიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერლინგ სკონსბერგიმ მოაწერეს. საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა, ინკლუზიური განათლების მასშტაბების გაზრდას ითვალისწინებს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა იწყება. ნორვეგიის მთავრობა პროექტის მეთოდოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას 3 წლის განმავლობაში განახორციელებს. გრანტის საერთო ღირებულება 1.873.845$-ია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადაფინანსება 3 წლის განმავლობაში კი 300.000$ იქნება.
ახალი პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდება:
პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების კომპონენტის დანერგვა ხელს შეუწყობს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას, დასაქმდნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომის ბაზარზე. (http://bit.ly/WJbJz0)
2013 წლის 27 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა წარმოადგინეს ახალი პროგრამა "ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე". პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დასახმარებლად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ამ ბავშვების იდენტიფიცირება და მათი კონკრეტულ პროგრამებში ჩართვა. პირველ წელს პროექტი თბილისში განხორციელდება, ხოლო მეორე წელს - ბათუმსა ან ქუთაისში. იგი დაახლოებით 700 ბავშვზე იქნება გათვლილი და შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:
აღნიშნულ ორწლიან ინიციატივას ევროკავშირი აფინანსებს 750.000 ევროთი, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) - 100.000 ევროთი. პროექტს ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით. (http://bit.ly/WJcGYf)
ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge. პროექტი "ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია)" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ათწლეულების მანძილზე ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს ეფუძნება. პროექტი ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობაა.
ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული პირველ ელექტრონულ ენციკლოპედიაში თავმოყრილია:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითისკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის" ახორციელებს. ტრენინგი გაიარა 90-მა ტრენერმა, რომლებიც 121 საპილოტე სკოლის მასწავლებლებს გადაამზადებენ. პროექტის მიზანს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, ტრენინგ-პროგრამის გარდა, სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა განხორციელდება და მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები შემუშავდება. ამასთანავე, სკოლები ისეთ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს მიიღებენ, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაც. (http://bit.ly/Zpv3TH)
2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალი პროექტი ჟურნალისტებს გააცნო.
მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, კერძოდ, დაეხმარება:
ცენტრი ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას და თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.
თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავშიც იგეგმება, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს გაუწევენ დახმარებას. (http://bit.ly/10HEPAz)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის წარსადგენად, დაინტერესებულ მხარეებთან რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგიაზე მუშაობა ა.წ. 19 იანვრიდან დაიწყო და მის შემუშავებაში ჩართული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულის ცენტრის, პროფესიული კოლეჯების, დონორი ორგანიზაციების და სოციალური პარტნიორების წარმომედგენლები.
რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრის მიზანი იყო, დაინტერესებული მხარეების მხრიდან მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების საფუძველზე, განახლებული სტრატეგიის პროექტისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმის გაცნობა საზოგადოებისათვის. გამოთქმული კომენტარები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის პროექტის საბოლოო ვერსიაში. (http://bit.ly/100jnXm)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრა 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან გაიმართა. ამ სასწავლებლებში რამდენიმე წელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.
შეხვედრაზე 2013–2020 წლების პროფესიული განათლების სტრატეგიის პროექტი და ის საკითხები განიხილეს, რაც პროფესიული განათლების ხარისხს, მის ხელმისაწვდომობას და იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რაც პროფესიული განათლების განვითარებისთვისაა საჭირო.
2012 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების განვითარების შუალედური (2009-2012 წლების) სტრატეგიის განხორციელება დასრულდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია "განათლების ევროპული ფონდის" მიერ შეფასდა და გამოიკვეთა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
სწორედ, ამ სტრატეგიის განხორციელების შეფასების საფუძველზე და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, ევროკავშრის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ახალი სტრატეგიის შემუშავების ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია (2013-2020 წლები) თანდართული 2 წლიანი სამოქმედო გეგმით (2014-2015 წლები) წარუდგინა.
სამინისტრო განაგრძობს სტარტეგიის განხილვას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გათვალისწინებული და ასახული იყოს ყველა ჩართული მხარის მოსაზრება პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. (http://bit.ly/18KkuRy)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სტრატეგიაში აქცენტი ინკლუზიური განათლების ახლადჩამოყალიბებული სისტემების ინსტიტუციონალიზაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური განათლების მასშტაბების ზრდაზე კეთდება.
განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იყო სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება. აღნიშნული პროცესის დახვეწისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში", USAID-ის, Save the Children-ის და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისოდ გამოყენებადი შეფასების 3 ინსრტრუმენტი განხორციელდა: ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი (EDDT), Viland-ის ადაპტური ქცევის სკალა და ფართო პროფილისა და ადაპტური უნარების ტესტის WRAT-4 სტანდარტიზაცია.
პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორმა მარიკა ზაქარეიშვილმა წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაცნიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეულნი იყვნენ დონორი ორგანიზაციები: USAID, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, UNICEF. (http://bit.ly/YIMsJz)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება, რომელშიც რამდენიმე სკოლა შევა. ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება. დღეს, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მოდელი ჟურნალისტებს წარუდგინა.
ახალი მოდელის მიხედვით, სამინისტრო სტანდარტებსა და მათი მიღწევის შეფასების კრიტერიუმებს შეიმუშავებს. ამასთან, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის სკოლების სტანდარტების ძირითადი კომპონენტების ხელმისაწვდომობას. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ინარჩუნებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო დახმარების გაწევის ფუნქციას. ასევე, რაიონის დონეზე განახორციელებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროგრესის მონიტორინგსა და კონტროლს. დამატებითი მმართველობითი რგოლის ფუნქცია კი, სკოლის ოლქის დონეზე სასკოლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება იქნება.
საქართველოს მასშტაბით 250-300 სასკოლო ოლქი იარსებებს, რომელიც, საშუალოდ, 10 სკოლას მოემსახურება. სასკოლო ოლქის საბჭოს წევრების რაოდენობა ყველა ოლქში ფიქსირებული - 9 წევრი იქნება: წევრების უმრავლესობა (6 წევრი) აირჩევა, მაგრამ 1 წარმომადგენელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს,1 წევრს - ადგილობრივი თვითმმართველობა და 1 წევრს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
პროექტი ორი კვირის განმავლობაში დეტალურად განიხილება, შემდეგ მოხდება მისი პილოტირება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ მისამართზე: nrevishvili@mes.gov.ge შეუძლია გამოაგზავნოს თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები. (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4509&lang=geo)
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამი პედაგოგის მიმართ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა. ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიერ სამივე პედაგოგი უკვე აღდგენილია.
"ძალიან დიდი მადლობა კომისიის ყველა წევრს ჩვენი საქმეების განიხილვისთვის. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება ეს კომისია არ შეიქმნებოდა და ჩვენს მიმართ ჩადენილი უკანონობითაც არავინ დაინტერესდებოდა. დიდი მადლობა მინისტრს სამართლიანობის აღდგენისთვის" - განაცხადა გორის მეორე საჯარო სკოლაში აღდგენილმა პედაგოგმა ეკატერინე ქარელმა.
კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ასევე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ შვიდ პირზე. დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები და საქმეები შესასწავლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.
ამ ეტაპზე, მიღებული 830 მომართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული. ამასთან, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია. (http://bit.ly/10NZ2cB)
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები შედიან. დღეს, კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
სპეციალური კომისია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული წერილებისა და ინიციატივების საფუძველზე შეიქმნა. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და გარკვეული კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ, კომისია დედაქალაქსა და რეგიონებში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების საჭიროების, მიზანშეწონილობისა და განხორციელების საკითხებს განიხილავს. (http://bit.ly/10X9Mzv)
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650.000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს.
თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი - 200-320 ლარს. სამინისტროს ახალი ინიციატივით 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდება. (http://bit.ly/12wKQmG)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა 2013 წელს განხორციელებულ სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ შეაჯამა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე. აღნიშნული პერიოდისთვის:
2013 წლისათვის:
ეს არის მოკლე ჩამონათვალი 2013 წელს განხორციელებული და დგეგმილი სიახლეებისა. მოკლე ანგარიში შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტთა ყველა შეკითხვას უპასუხა.
ჟურნალისტების კითხვები შეეხებოდა უფასო სახელმძღვანელოების თემას, სკოლების რეაბილიტაციას, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მასწავლებელთა საქმის შემსწავლელი კომისიის მუშაობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4546&lang=geo)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტარა სონენშაინმა დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერამდე ტარა სონენშაინი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და სამომავალო გეგმები განიხილეს.
მემორანდუმი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი "ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის" ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცებასა და განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლას განათლების ყველა საფეხურსა და სასწავლო/სამეცნიერო კვლევის ყველა დარგსა და სფეროში, გაძლიერდება კავშირები ორი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის.
ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს სთავაზობს. ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას ამერიკის მხარე კოორდინირებას გაუწევს საქართველოში "ფულბრაიტის პროგრამის" დაფინანსებას, მართვასა და განხორციელებას.
ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა 1946 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ათასობით მეცნიერმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში, განახორციელა ერთობლივი კვლევები, გამოსცა მეცნიერული პუბლიკაციები და ა.შ. (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4550&lang=geo)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვება პირველის იმ 34 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის მე-2, მე-11 და მე-16 საჯარო სკოლებში სწავლობენ და რომელთაც დღეიდან სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ.
სოფელი გამარჯვება პირველი რუსთავიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. სკოლამდე მისვლა ამ სოფლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსწვლეებს უამინდობის დროს ხშირად სკოლის გაცდენა უწევდათ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ მეორე ან მესამე გაკვეთილისთვის ახერხებდნენ სკოლაში მისვლას. დღეს ეს პრობლემა საქართველოს ბევრ სოფელში აღარ არსებობს. მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.
- გარდა იმისა, რომ ჩვენი შვილები დროულად და უსაფრთხოდ ივლიან სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მომსახურებით მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათიც გვექნება - განაცხადა სამი მოსწავლის დედამ გულნაზი ლორთქიფანიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვრიდან ახალი პროექტი "სკოლების ხელმისაწვდომობა" ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. პირველ ეტაპზე, სასკოლო ავტობუსი საქართველოს მასშტაბით 190 საჯარო სკოლას დაენიშნა. 6 მარტიდან კი, პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო და უკვე 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლეა სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო. (http://bit.ly/YV83AG)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის შექმნილი I და II კლასების მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა. სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" საქართველოს ოფისის ("Save The Children Georgia") მხარდაჭერით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობისათვის ახალი მეთოდოლოგიების, მიდგომების შემუშავება და დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის მიერ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, პირველად შემუშავდა ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ქართული ჟესტური ენისა და წერითი მეტყველების ბილინგვური პროგრამა, შეიქმნა სახელმძღვანელოები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო ეყრდნობა მეთოდოლოგიას, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლა-სწავლების თავისებურებებს ითვალისწინებს და არის ილუსტრირებული. წიგნში სხვადასხვა სახის სავარჯიშოებია წარმოდგენილი, რომლებიც მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული. სახელმძღვანელოთი სწავლების მეთოდოლოგია სწავლების პროცესში კომპიუტერული საგანმანათლებლო თამაშების აქტიურ გამოყენებას გულისხმობს და თან ახლავს მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის.
სახელმძღვანელოები ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლებს საჩუქრად გადაეცემა, პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge განთავსდება.
სახელმძღვანელოს ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელი ეკატერინე კორძაძე. სახელმძღვანელოების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის პედაგოგები.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" საქართველოს ოფისის ("Save The Children Georgia"), არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ. (http://bit.ly/YVabZ8)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სტრატეგიაში აქცენტი ინკლუზიური განათლების ახლადჩამოყალიბებული სისტემების ინსტიტუციონალიზაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური განათლების მასშტაბების ზრდაზე კეთდება.
განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იყო სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება. აღნიშნული პროცესის დახვეწისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში", USAID-ის, Save the Children-ის და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისოდ გამოყენებადი შეფასების 3 ინსრტრუმენტი განხორციელდა: ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი (EDDT), Viland-ის ადაპტური ქცევის სკალა და ფართო პროფილისა და ადაპტური უნარების ტესტის WRAT-4 სტანდარტიზაცია.
პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორმა მარიკა ზაქარეიშვილმა წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაცნიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეულნი იყვნენ დონორი ორგანიზაციები: USAID, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, UNICEF. (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4528&lang=geo)
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650.000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს.
თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი - 200-320 ლარს. სამინისტროს ახალი ინიციატივით 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდება. (http://bit.ly/12wKQmG)
ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრმა (Language Policy Unit), რომელიც ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პლურილინგვური (მრავალენოვანი) განათლების ხელშესაწყობად მრავალ აქტივობას ახორციელებს, 2012-2013 წლებში წევრი ქვეყნების დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ჩაატარა. ანალიზის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ და რა ფორმით აისახება პლურილინგვური განათლების ხელშემწყობი მექანიზმები ეროვნული დონის სასწავლო გეგმებში.
2013 წლის 18 მარტს ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრის ვებგვერდზე (http://www.coe.int/t/dg4/linguistic/Source/Source2012_Sem/semNov/Report_November2012_SeminarLangSchol_EN.pdf) ჩატარებული ანალიზის ანგარიში დაიდო.
აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმული და პოზიტიურად შეფასებულია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყენებული სტრატეგია, რომელიც ენების სტანდარტებს ყოფს არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამგვარი მიდგომა, რომელსაც ანალოგი არ ეძებნება სხვა წევრი ქვეყნების სასწავლო გეგმებში, კარგ საშუალებას იძლევა კონკრეტული კლასის მოსწავლეთა ენის ფლობის რეალური დონის გასათვალისწინებლად, მოქნილს ხდის ენების სწავლებას და უზრუნველყოფს ენების სწავლების ვერტიკალურ თანამიმდევრობას.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებში ცალკეული ენის სწავლების ამოცანები უმეტესწილად განიხილება ავტონომიურად, ერთმანეთისაგან გამიჯნულად, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა კი, იმ პოზიტიურ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებმაც ენების სტანდარტები ერთიან კონცეპტუალურ ჩარჩოში მოაქციეს და თითოეული მათგანისათვის საერთო კომპეტენციები გამოკვეთეს. ამგვარი სტრატეგია ხელს უწყობს საერთო სასწავლო ამოცანების გამოვლენასა და ერთ ენაზე მიღებული გამოცდილების მეორე ენაში გადატანას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგნობრივი კარჩაკეტილობის დაძლევასა და სხვადასხვა ენის ათვისების პროცესებს შორის ხიდების გადებას.
სწორედ აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩადებული თანამედროვე სტრატეგიების განხორციელებას სწავლა-სწავლების პროცესში, რათა რეალურად მოხდეს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების ამაღლება და გაუმჯობესება. (http://bit.ly/YVkkoL)
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშავდება ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსით ინოვაციურია საქართველოს ენობრივი განათლების სისტემისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი - ქართული ენის ფლობის დონეების (A1-A2, B1-B2) აღწერილობა. იგი შესრულდა ზოგადევროპული მოდელის მიხედვით, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლითაც საერთაშორისო კონტექსტი ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ქართული ენა ჩაერთო მსოფლიოს ენათა საურთიერთო ველში, რომელშიც თითოეული ენა შედის სტანდარტიზებული, ანუ ყველასათვის გასაგები სახით. ამ ფაქტს ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ეს სტანდარტი ხელს უწყობს ქართულის, როგორც უცხო ენის, დამოუკიდებელ სასწავლო მიმართულებად ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას. ამ სტანდარტული აღწერილობის საფუძველზე იქმნება მრავალფეროვანი სასწავლო თუ მეთოდური ლიტერატურა. სახელდობრ, უკვე დასრულდა ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელო კრებული, რომელიც შედგება ორი წიგნისაგან: თეორიული კურსისა და პრაქტიკული დავალებებისაგან. ეს არის მეთოდიკის პირველი სახელმძღვანელო აღნიშნული მიმართულებისათვის. ასევე პირველად მიმდინარეობს მუშაობა ქართულის, როგორც უცხო ენის, ერთენოვანი სახელმძღვანელოების კომპლექტზე ზოგადევროპული ენობრივი დონეების შესაბამისად. წლის ბოლოსთვის დასრულდება A1 და A2 დონეების სახელმძღვანელოები. წელს ასევე მომზადდება ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებისათვის. ამასთანავე შედგება მრავალფეროვანი სავარჯიშოების კრებულები. ამდენად, ქართული ენის უცხოელი შემსწავლელები მიიღებენ ქართულის, როგორც უცხო ენის, სრულ სასწავლო პაკეტს.
საგანმანათლებლო ლინგვისტიკის ახალბედა დარგი – ქართული, როგორც უცხო ენა – დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის სწავლასა და სწავლებას და ქართულს დააყენებს იმ ენათა შორის, რომელთათვისაც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა - ენის, როგორც უცხო ენის, სწავლება - უკვე კარგა ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. ეს კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ენის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4547&lang=geo)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და GIZ-ის "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა იორგ ოელშლეგერმა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში "აისი" ღვინის ლაბორატორია გახსნეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებისთვის მეღვინეობა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას და რეგიონის შემოსავლების ფორმირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა საზოგადოებრივ კოლეჯში "აისი".
კოლეჯში მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქამდე თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ადგილობრივ ფერმერებს წარმოებული ღვინის ხარისხის შემოწმებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რაც წარმოებული ღვინის რეალიზაციაში ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ ბაზრებზე გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევდა.
ზემოაღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, საზოგადოებრივი კოლეჯის "აისის" ინიციატივითა და GIZ-ის "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში" პროგრამის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯის ბაზაზე ღვინის ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც საუკეთესო მაგალითია პროფესიული განათლების მისადაგებისა სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
სასწავლო ლაბორატორია კვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს, რომლებიც კახეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურებიან. ლაბორატორია ასევე სთავაზობს ადგილობრივ ფერმერებს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს. (http://bit.ly/18Kd1SN)
ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა სახელწოდებით - "ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის". პუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს, ასევე, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით.
2011-2012 წლებში სახელმძღვანელოს პილოტირება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ნინოწმინდა) შექმნილ სკოლამდელი აღზრდის 8 ცენტრში განხორციელდა. პილოტირებაში 147 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვი და 8 მასწავლებელი მონაწილეობდა. პილოტირების შედეგად სახელმძღვანელოში ცვლილებები შევიდა და საბოლოო სახით ჩამოყალიბდა.
მიმდინარე წელს, სახელმძღვანელოს მასალების ბაზაზე, საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტიდან (ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა) დამატებით გადამზადდა ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღების 12 აღმზრდელი.
ახალი პუბლიკაციები პროექტის მონაწილე სკოლამდელი აღზრდის ცენტრებსა და საბავშვო ბაღებს საჩუქრად გადაეცემათ. სახელმძღვანელოებით სარგებლობას 700-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეძლებს. პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge განთავსდება.
პრეზენტაციები წარმოადგინეს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და სახელმძღვანელოს ავტორებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" (Save the children), საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, უმაღლესი სასწავლებლების, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება პროგრამა "ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში". პროექტის ქვეპროგრამის "სკოლამდელი განათლების პოლიტიკის გატარება საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის" მიზანია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინაციით, გამოიცა ახალი სახელმძღვანელო. (http://bit.ly/19rMved)