a

2013 წლის იანვარში ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რომელიც გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეს მიერ. (http://bit.ly/ZO8JYy)

2013 წლის 23 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კახაბერ საკანდელიძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს დასაქმების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგია და 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება. წარმოდგენილი დოკუმენტის რეალიზაციის შედეგად უახლოეს ორ წელიწადში შეიქმნება საკანონმდებლო ინფორმაციული და ორგანიზაციული სისტემა დასაქმების სფეროში. მომზადდება საქართველოს "შრომის კოდექსის" ახალი პროექტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდება სახელმწიფო ორგანიზაციული სისტემა (კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების ქსელი მთელი ქვეყნის მაშთაბით) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისათვის. (http://bit.ly/WqhNSf)

საქართველოს ახალ შრომით კანონმდებლობის განხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია 20 თებერვალს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ახალ შრომით კანონმდებლობას გაეცნო. ასევე გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. (http://bit.ly/13zDz80)

ცვლილებები განხორციელდა შრომის კოდექსში. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მარტის დასაწყისისთვის პარლამენტმა და ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით სასწრაფოდ მიიღო რამდენიმე აუცილებელი ცვლილება არსებულ კანონში:

  • დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს ადამიანი სამსახურიდან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს;
  • კოდექსი დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებული გაათავისუფლოს იმ შემ¬თხვევაში, როდესაც საწარმოს აქვს გა¬რკვეული ეკონომიკური პრობლემები, ან მისი რეორგანიზაციაა აუცილებელი;
  • დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება, გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ დაამტკიცებს, რომ მისი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს;
  • თუ ადამიანი კვირაში 48 საათზე მეტხანს იმუშავებს, მაშინ მას თითოეულ საათზე ხელფასის 1,25 პროცენტი უნდა გადაუხადონ. ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოც;
  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაოს, 14-დან 16 წლამდე კი - 24 საათზე მეტხანს;
  • შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი;
  • არ შეიძლება ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმონ ექიმს ან მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში სულ მცირე, ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს;
  • შვებულება ანაზღაურდება წელიწადში არანაკლებ 24 დღისა. გარდა ამისა, დასაქმებულს წლის განმავლობაში დამატებით კიდევ შეუძლია ანაზღაურების გარეშე 15-დღიანი შვებულება აიღოს;
  • თუ ადრე დროებითი შრომისუუნარობის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კალენდარული დღეა 6 თვის განმავლობაში, რაც წელიწადში 90 კალენდარული დღეს. (http://bit.ly/YONh0N)

ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დადგენილი ოდენობის პენსიის მიღების უფლება კანონით 18 წლის მიღწევის შემდეგაც შეუნარჩუნდებათ. ამის უფლებას მათ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი აძლევს.

პარლამენტის წევრების ოთარ თოიძისა და გიორგი გოდაბრელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უკვე მესამე მოსმენით განიხილეს. პარლამენტის igive წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით კიდევ ერთი კანონპროექტი წარმოადგინეს – "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც პირველი მოსმენით განიხილეს. ავტორთა განცხადებით, კანონპროექტის მიზანს 2012 წლის პირველ ივნისამდე პენსიონერისათვის ან კომპენსაციის მიმღები პირისთვის ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის დაქვითვის ვალდებულების გაუქმება ანუ მათი ლეგალიზაცია წარმოადგენს. (http://bit.ly/XXG79l)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება "შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია", რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.კომისიის მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა იქნება. (http://bit.ly/YZyCP9)

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება

3 მარტს ეროვნული ბილიბოთეკის დიდ დარბაზში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ფონდის პოლიტიკა იქნება რეგიონული და მრავალმხრივი. ხუნდაძის განცხადებით, ფონდის ერთ-ერთი ინიციატივა არის ის, რომ წინასწარი გათვლებით მოხდეს ყოველი მესამე ბავშვის დაფინანსება.ფონდის დაფინანსების წყარო იქნება შემოწირულობებში. რაც შეეხება ბავშვების დაფინანსებას, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ეს, წინასწარი ინფორმაციით, იქნება ყოველთვიური დახმარება, თუმცა თანხის რაოდენობა დაზუსტდება. (http://bit.ly/Y8hEgz) და (http://bit.ly/XTShRs)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანიებს "ინტერ-რაოს" და "ენერგო-პრო ჯორჯია" შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, დროებითი სამთვიანი მემორანდუმები გაფორმდა

მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს 1 იანვრიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მომხმარებლებისათვის ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას, რომლებიც 0 დან 300 კვ ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია აბონენების 90%-ს მოიცავს.დროებითი მემორანდუმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. რაც შეეხება ტარიფებს ის უკვე საბოლოოდ დადგენილია და აღარ გაიზრდება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.

შესაბამისად, კომპანია "თელასის" აბონენტებისათვის, -1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101კვ - ელექტროენერგიას მოიხმარენ განისაზღვრა - ნაცვლად 13,48 თეთრისა 9,94 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ნაცვლად 16 თეთრისა მომხმარებელი გადაიხდის 12,46 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,70 თეთრით.

კომპანია "ენერგოპროს" აბონენტებისათვის, -1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101კვ - ელექტროენერგიას მოიხმარენ განისაზღვრა - ნაცვლად 12,98 თეთრისა 9,44 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ნაცვლად 16,52 თეთრისა მომხმარებელი გადაიხდის 12,98 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,50 თეთრით. (http://bit.ly/ZLqOGz)

მიმდინარე წლის 1 მარტიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 5 თეთრით შემცირდა. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ტარიფი "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემოსავლების ხარჯზე შემცირდა. კერძოდ, კორპორაციამ კომპანია "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის". (http://bit.ly/13zF5qY). ბენზინზე ტარიფი გაძვირდა, კომპანია "ლუკოილმა", დაახლოებით 5 თეთრით გაზარდა საწვავის ფასი. საწვავის ღირებულების გაზრდის მთავარ მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირება დასახელდა. (http://bit.ly/12CRzNP)

შესაბამისად, კომპანია "თელასის" აბონენტებისათვის, -1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101კვ - ელექტროენერგიას მოიხმარენ განისაზღვრა - ნაცვლად 13,48 თეთრისა 9,94 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ნაცვლად 16 თეთრისა მომხმარებელი გადაიხდის 12,46 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,70 თეთრით.

დედაქალაქში ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის თაობაზე დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით – 88 ხმით, ერთხმად მიიღო. პირველი მოსმენით ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში აისახა.

დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის და კანონში იწერება, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას ითქვა, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას. (http://bit.ly/13H0Ox1)

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები შემცირდა. ამის შესახებ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები აცხადებენ. "პე-ეს-პე" და "ავერსი" მედიკამენტების ნაწილზე ფასების შემცირებას ადასტურებს. "პე-ეს-პე"-ში ბოლო პერიოდში 600-ზე მეტის სახეობის პოზიციაზე, რომელთა დისტრიბუციასაც კომპანია ახორციელებს, ფასები 20-დან 70%-მდე შემცირდა. მენეჯმენტის შეფასებით, გაიაფება მომწოდებლებთან მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, ფასების კლების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. ფასების კორექტირება "ავერსშიც" მოხდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ფასების კლების ტენდენცია ყოველთვიურად მიმდინარეობს და მსგავსი პროცესი ხელისუფლების ცვლილებამდეც ფიქსირდებოდა. (http://bit.ly/15sSgs2)

იმპორტირებული კვების პროდუქტების ნაწილი გაიაფდა. თბილისში მოქმედი სუპერმარკეტების ინფორმაციით, ამერიკული ფირმების ბურღულეული, საკონდიტრო ნაწარმი და წვენები 10-15 თეთრითაა გაიაფებული.ფასების კლებაზე სადისტრიბუციო კომპანიებშიც საუბრობენ. მათი ნაწილის ინფორმაციით, გაიაფდა იმ ქვეყენების პროდუქცია, სადაც ანგარიშსწორება დოლარში ხდება. "იპორტის შემთხევაში ფასები ძირითადად საბაჟო ტარიფებზე და ვალუტის კურსზეა მიბმული, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, რაც მომწოდებლების ფასებიდანაც ჩანს",- აცხადებენ დისტრიბუტორები. რაც შეეხება ქართული წარმოების კვების პროდუქტებსა და ხილ-ბოტნეულს, ფასები ჯერჯერობით უცვლელია. კონსულტანტების ინფორმაციით, წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-დან 50-თეთრით იაფია ბოსტნეული და ხილი. (http://bit.ly/YP57ki)

17 ნოემბერს შედგა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილსა და ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შორის. საქართველო და ყაზახეთი თანამშრომლობენ საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის TRACEC-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროგრამა) ფარგლებში მიმდინარე პროექტებში. გარდა ამისა, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის მიმართ. აღნიშნული გადასასვლელის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ტვირთბრუნვის, მათ შორის, ყაზახეთის ტვირთის გადაზიდვების განხორციელება საქართველოს რკინიგზის გავლით ევროპასა და აზიას შორის. ქვეყნებს შორის ინტენსიური ხდება თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც. ორ ქვეყანას შორის უკვე ხორციელდება პირდაპირი ფრენები კვირაში ხუთი რეისის სიხშირით. (http://bit.ly/Y6kXro)

1 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მიმდინარეობას შეეხებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელშიც განისაზღვრა პროექტის განვითარების ცალკეული საკითხები. მათ შორის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და სხვ. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ოქმს ხელი მოაწერეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2013 წელს 175 მილიონი დოლარით დაფინანსდება. სულ, პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა 775 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები, საერთო ჯამში, მესამედით არის შესრულებული. მშენებლობას ახორციელებს შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", სადაც მენეჯმენტი 2013 წლის დასაწყისში შეიცვალა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შედეგად ექსპლუატაციაში შესული სარკინიგზო მარშრუტი ევროპასა და ჩინეთს შორის დღეს არსებულ სხვა სატრანზიტო გზებს შორის უმოკლესი იქნება. (http://bit.ly/13zTN11)

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია. ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროექტი, რომელიც ქუთაისში ამჟამად შეჩერებულია, პარლამენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა. როგორც მერიაში განმარტავენ, 17 მილიონ ლარადაა შეფასებული პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრის გამწვანებისა და ავტოპარკინგის მოწყობის სამუშაოები. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რამდენიმე პროექტი, რომლებიც პარლამენტის მშენებლობის პარალელურად უნდა განხორციელებულიყო, დაწყებულიც არ არის, რადგან კერძო ინვესტორები პარლამენტის ადგილსამყოფლის საბოლოოდ განსაზღვრის მოლოდინში არიან. ცენტრალური ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ მსხვილ პროექტებს შორის კი ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპიც არის. ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის პროექტს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში მიმდინარე წელსაც წარადგენს და, მისი რენტაბელობისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, სამინისტრო პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას მიიღებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ინიციატივას არ იჩენს. ამასთან, მისივე თქმით, გასულ წელს ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ რეკონსტრუირებული და დაშენებული ობიექტების იმ ფორმით შენარჩუნება, როგორშიც ისინი დღესაა, მიუღებელია. თავის მხრივ, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის ცენტრში მესამე სართულად დაშენებული ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ფართების გასხვისება, მიღებული არ არის. (http://bit.ly/YJb5Bb)

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის მარტი-ივნისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დაფუძნდა

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დაფუძნდა. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ფონდის მთავარი მიზანია, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება; რეგიონული პოლიტიკის გატარება; მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება; დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლება; ქორწინების და მყარი ოჯახის პროპაგანდა. პრიორიტეტი კი, შობადობის გაზრდა და ყოველ მესამე შვილზე დახმარების გაწევა იქნება. ეს ფულადი წახალისება არ იქნება ერთჯერადი.

ფონდში შეიქმნა ასევე ექსპერტთა საბჭო, სადაც შევლენ როგორც პროფესიონალი დემოგრაფები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ისინი შეიმუშავებენ ერთობლივ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.

ფონდის თავმჯდომარეა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ფონდს ჰყავს ექვსი დამფუძნებელი: დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე. (http://bit.ly/10XP2Jv)

ხელისუფლება დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას იწყებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, 2013 წელი საქართველოში დემოგრაფიის წლად გამოცხადდეს. ამი შესახებ კონფერენციაზე ითქვა, რომ აუცილებელია შემუშავდეს დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა და სპეციალური კონცეფცია, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს კონცეპტუალურად განსაზღვრავს. პრობლემის მასშტაბურობა კი, თავის მხრივ, ორგანიზატორებმა კონფერენციის სახელწოდებაშივე გამოკვეთეს -”საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე”. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

ანზორ თოთაძე აქვე მიუთითებს გაეროს მოსახლეობის ფონდის 2010 წლის კვლევის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა მილიონ 170 000-ით შემცირდება. გაეროს მიერ მოსახლეობის რაოდენობის პროექტირება ქვეყნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული და პროგნოზირებაც იმ წლისთვის არსებულ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. საქართველოს მოსახლეობა, 2012 წლის მონაცემებით, საქსტატის თანახმად, 4 497 000 ადამიანს შეადგენს. „ევრომონიტორ ინტერნეშენალის“ კვლევით, 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 4 400 000 იქნება. უახლოესი წლების დემოგრაფიული ვითარება, თავის მხრივ, საგანგაშოდ მიაჩნია დემოგრაფიული განვითარების პროექტის ერთ-ერთ ავტორსა და საქართველოში დემოგრაფიის ფონდის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, თამარ ჩიბურდანიძეს. თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა უფასო მშობიარობის შესახებ უკვე ცნობილია, უახლოეს ხანში კი ფეხმძიმობის პერიოდის სამედიცინო მომსახურებაც უფასო გახდება. (http://bit.ly/XTShRs)

დასუფთავებისა და დენის გადასახადების გამიჯვნაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

დედაქალაქში დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის თაობაზე დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით – 88 ხმით, ერთხმად მიიღო. პირველი მოსმენით ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში აისახა.

დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, დაგვა–დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის და კანონში იწერება, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.

როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას ითქვა, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას. (http://bit.ly/13H0Ox1)

1 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მიმდინარეობას შეეხებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელშიც განისაზღვრა პროექტის განვითარების ცალკეული საკითხები. მათ შორის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და სხვ. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ოქმს ხელი მოაწერეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2013 წელს 175 მილიონი დოლარით დაფინანსდება. სულ, პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა 775 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები, საერთო ჯამში, მესამედით არის შესრულებული. მშენებლობას ახორციელებს შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", სადაც მენეჯმენტი 2013 წლის დასაწყისში შეიცვალა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შედეგად ექსპლუატაციაში შესული სარკინიგზო მარშრუტი ევროპასა და ჩინეთს შორის დღეს არსებულ სხვა სატრანზიტო გზებს შორის უმოკლესი იქნება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის ამოქმედების მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილეს პროექტის როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ-სტრატეგიულ მახასიათებელებზე. ითქვა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან იგი დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, არამედ რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე. (http://bit.ly/Y7QcUA)

საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ (http://bit.ly/10d6KLH)

საქართველოს მთავრობის დადგენილება №8 სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ (http://bit.ly/10uMKG4)

საქართველოს მთავრობის დადგენილება №92 „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ (http://bit.ly/10d5bNN)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის. ნოტარიუსთა პალატასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო ნოტარიუსთა პალატას გადმოსცემს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან მოქალაქეთა მონაცემებს. ნოტარიუსი, სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ვალდებულია, მონაწილე პირთა ქმედუნარიანობა შეამოწმოს. აღნიშნული ელექტრონული ბაზის შექმნა ნოტარიუსს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სანოტარო საქმიანობას. შესაბამისად, გამარტივდება მოქალაქეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაც. (http://bit.ly/1aaWF3r)

იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია

2013 წლის 24 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამის ფარგლებში შექმნილი იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია. იმუნიზაციის პროგრამის მართვის გაუმჯობესების მიზნით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით შემუშავდა იმუნიზაციის მართვის მოდული. იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის ფარგლებში დაგეგმილია იმუნიზაციის პროგრამის და ვაქცინების ლოჯისტიკის ადმინისტრირების გაუმჯობესება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელის, სამშობიაროების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების სპეციალისტები. (http://bit.ly/1aaWF3r)

რეგულირების სააგენტოს მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან – 1 აპრილის ჩათვლით I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე განხორციელდა კონტროლი

2013 წლის 1 იანვრიდან - 1 აპრილის ჩათვლით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული, I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევის 41 ფაქტი, მათშორის:

  • 39 ავტორიზებულ აფთიაქში;
  • 1 სამედიცინო დაწესებულებაში;
  • 1 ფიზიკური პირის მიერ.

შემოწმებული დაწესებულებებიდან, 35 შემთხვევაში დაფიქსირდა ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 11 პრიმა 2 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა (მათ შორის 6 განმეორებით); 35 დაწესებულებიდან სათანადო დოკუმენტაციის (რეცეპტი ფორმა N2 და მოთხოვნა/მინდობილობის) გარეშე გაცემულია 6 180 600 ერთეული ფსიქოტროპული ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალება.

24 დაწესებულებაში გამოვლინდა აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა (მათ შორის 3 განმეორებით).

I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა განხორციელდა 22 შემთხვევაში. ჩამორთმეული იქნა: აღრიცხვის წესის დარღვევით არსებული - 22 695 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი; ვადაგასული 105 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე - 120 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი.

ზემოთ მითითებულ პერიოდში განხორციელდა "ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N 176 დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული, ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობების კონტროლი. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 11 ფაქტი.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები 6 ავტორიზებულ აფთიაქში განხორციელდა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად.

მასიურად, შემოწმების შედეგად, ერთი და იმავე დაწესებულებაში, ადგილი აქვს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენას. შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაფიქსირებული ყველა სამართალდარღვევის გათვალისწინებით, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევს სახდელი განესაზღვრება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დადგენილი წესით, განსახილველად გადეგზავნა შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს. მათ მიერ გამოტანილი დადგენილებების მიხედვით, სახდელის სახით დადებული ჯარიმის ოდენობამ, დღეის მდგომარეობით, 30 იურიდიულ პირზე შეადგინა 96 600 ლარი, 11 საქმე განხილვის პროცესშია (სავარაუდო სახდელის ოდენობა - 39 800 ლარი).

I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებები გრძელდება პერმანენტულ რეჟიმში. (http://bit.ly/10NZamW)

ურთიერთგაგების მემორანდუმი

2013 წლის 6 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ჩამოყალიბდა მხარეებს შორის გამართული თანმიმდევრული მოლაპარაკებების საფუძველზე და ეფუძნება პენიტენცურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის საჭიროებათა შეფასების შედეგებსა და 2011-2012 წლებში მისი პილოტირებისა და სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში განვრცობის შედეგად მიღებულ გამოცდილებებსა და მიღწევებს.

პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის პროექტის განვრცობის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა იმ დაწესებულებებში, სადაც პროექტი დაინერგება, დაავადების დროული აღმოჩენა, საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის (გაიდლაინების) ეროვნული რეკომენდაციების განხორციელებით, იდენტიფიცირებული შემთხვევების აღრიცხვა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებითა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მკურნალობის ჩატარება, სამედიცინო პერსონალის შესაბამისი უნარების განვითარება, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნის პროფესიული მომზადების პროგრამის შესაბამისად, მომარაგება ბაზისური მედიკამენტებით, სტომატოლოგიური მომსახურების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ინფექციათა კონტროლის კომპონენტების გაძლიერება, პენიტენციური ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტანდარტების შესაბამისად.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის 7 დაწესებულებაში ჯანდაცვის 7 დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო სტანდარტებს. (http://bit.ly/174VQx8)

შეხვედრა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი პროგრამის შესახებ

ჯანდაცვის სამინისტროში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი სასჯელაღსრულების სამინისტროა. ახალი პროგრამის შემუშავებაში სამთავრობო უწყებებთან ერთად ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული. პროგრამის მიზანია სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის გასაფართოებლად შესაძლო სახელმწიფო და საერთაშორისო წყაროების გამოძებნა. (http://bit.ly/13ZUFJq)

სოფლის მეურნეობის განვითარება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

27 მარტს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა ყველა ის კომპონენტი და პირობა, რომლის მიხედვითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგიტა ჩხეიძე და ყველა იმ წამყვანი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია ჩართული. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ დეტალურად განმარტეს პროქტის მნიშვნელობა.

"სესხის გაცემა მოხდება კვალიფიცირებული განაცხადის საფუძველზე. პროექტი 3 კომპონენტად არის დაყოფილი, რათა ყველა ტიპის მომხმარებელს ეს იქნება გლეხი, ფერმერი თუ მსხვილი მეწარმე შესაძლებლობა ჰქონდეს აიღოს სესხი. რაც მთავარია საფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ მოტივირებული არიან და მეც საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.

პრეზენტაციაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მონაწილე ყველა მხარემ.

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს აღნიშნული რგოლების მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი", რომელსაც დააფინანსებს "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" და განახორციელებსა "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო". სააგენტოს მიერ საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან კონსულტაციების საფუძველზე, გამოიკვეთა პროექტის სამი კომპონენტი:

  1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 0%;
  2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის - არაუმეტეს 8%-ის (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით);
  3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ის (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით) .

I კომპონენტი: 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 5000 ლარამდე

სააგენტოს მიერ საფინანსო ინსტიტუტებთან და საწარმოო საშუალებების (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა.შ.) მომწოდებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე, ორგანიზაციებსა და მაღაზიებს შორის ფორმდება ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მაღაზია უწერს ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს), რომელსაც ანაზღაურებს საფინანსო ინსტიტუტი.

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა).

სეზონის დასრულების შემდეგ ფერმერი/მეწარმე გადაუხდის სასაქონლო კრედიტს საფინანსო ინსტიტუტს, სესხის დამტკიცების მომენტიდან, ფერმერის მიერ მიღებული საქონლის ჯამური ოდენობის შესაბამისად, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) არ ვრცელდება სასუქებზე.

ფერმერს აღნიშნული სესხის/განვადების დასაფარად 6 თვე ეძლევა. 6 თვეში თანხის ვერ დაფარვის შემთხვევაში, მას დაემატება თვეში 3%.

მხოლოდ I კომპონენტში პარტნიორი საფიანანსო ინსტიტუტებია: ვითიბი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კრედო, კრისტალი, ლიბერთი ბანკი.

II კომპონენტი: არაუმეტეს 8%-ის შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის 500–100.000ლარამდე არაუმეტეს 2 წლის

საშუალო და მსხვილი ფერმერების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ მეწარმესთან (ფერმერთან), რომლის შემოსავლების ძირითადი ნაწილი აგრო საქმიანობაა.

პროექტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებული სესხის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დაფინანსებას სააგენტოს მიერ.

მეწარმისთვის, ფერმერისთვის სესხი იქნება არაუმეტეს წლიური 8%-ის.

ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი სესხების ჯამური თანხა განისაზღვრება 5 000 ლარიდან 100.000 ლარამდე. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

ამ კომპონენტში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, სასუქების, არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის და მათი საკვების, ფუტკრის ოჯახის და სკების, ვეტ–პრეპარატებისშეძენა, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა);
  • სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა);
  • კრედიტის ვადა დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:
    • საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისათვის (მათ შორის: ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, სასუქების, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა; შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება;) - არაუმეტეს 12 თვის;
    • საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მეცხოველეობისთვის (მათ შორის: არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის და მათი საკვების, ფუტკრის ოჯახის და სკების, ვეტ–პრეპარატების, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა; შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება) - არაუმეტეს 18 თვის;
    • სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა) - არაუმეტეს 24 თვის.

II კომპონენტში ჩვენი პარტნიორი საფიანასო ინსტიტუტებია: ბაზისბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, კონსტანტა, კორ სტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, ხალიკ ბანკი;

III კომპონენტი: არაუმეტეს 3%-ის შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის 1 მილიონ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) არაუმეტეს 7 წლის ვადით მინიმუმ 60 ახალი საწარმოს შექმნისთვის

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მიღებული მოსავლის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა. ამ მიზნით, შეიქმნა შესაბამისი ინსტრუმენტი შეღავათიანი კრედიტის სახით, რომელიც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის(შემნახველი, სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ კომპონენტში იგეგმება არანაკლებ 60 საწარმოს დაფინანსება.

იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის, ბანკის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს. ამ კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება, მათ შორის: გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურული საწარმოები, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები.

ამ კომპონენტით სასესხო თანხა განისაზღვრება 30.000 აშშ დოლარიდან 600.000 აშშ დოლარამდე, ვადა - არაუმეტეს 84 თვე.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად სააგენტო გადაიხდის. შესაბამისად, მეწარმისთვის, მსესხებლისთვის ეს სესხი იქნება არაუმეტეს 3%-ისა.

III კომპონენტში ჩვენი პარტნიორი საფიანასო ინსტიტუტებია: ბაზისბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კორ სტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, ხალიკ ბანკი. (http://moa.gov.ge/?p=2617)

მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში

3 აპრილს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გორში სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში ნომინალური ბარათების განაღდების პროცესს დაესწრო. სააგენტოში შესული ინფორმაციით, აღნიშნულ მაღაზიებში საქონელზე და ინვენტარეზე ფასების ხელოვნურად ზრდა ფიქსირდება.

"სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და პროგრამაში ჩართულ მაღაზიებს შორის გაფორმებულია ხეშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ზღვრული ფასების დაცვაა. სასოფლო-სამეურნეო საქონელზე დადგენილი ფასების ზედა ზღვარი და მათი დარღვევის შემთხვევაში სააგენტო მაღაზიას საჯარიმო სანქციებს დააკისრებს. 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო 6 მაღაზიას 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. განმეორების შემთხვევაში კი მაღაზია დაიხურება და პროგრამას გამოეთიშება", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. (http://moa.gov.ge/?p=2681)

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს სოფლის მომავალი და სტიმული უნდა მისცეს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. ინიცირებული კანონპროექტი კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებას და შეწყვეტას, ასევე მათი საქმიანობის გარანტიებს ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად, ავტორმა წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, საგადასახადო კოდექსში, გრანტებისა და მეწარმეთა შესახებ კანონებში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. კომიტეტის წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას მხარი დაუჭირეს და იგი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. (http://moa.gov.ge/?p=2559)

რუსულ ბაზარზე ქართული თაფლი დაბრუნდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განცხადება გააკეთა რუსულ ბაზარზე ქართული თაფლი პირველი დაბრუნების შესახებ. მისი ინფორმაციით, რუსეთში ქართული თაფლის ექსპორტი მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. ჩეკურიშვილის განმარტებით, თაფლის შემდეგ რუსულ ბაზარზე დაბრუნდება ხილი და ბოსტნეული. მისივე განმარტებით, რუსი ბიზნესმენები საქართველოდან თხილისა და მწვანილის გატანითაც არიან დაინტერესებულნი.

"ემბარგოს მოხსნიდან 12 თვის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად სტაბილური იქნება რუს პარტნიორებთან თანამშრომლობა. ამის შემდეგ შესაძლოა მიწოდების გაზრდაზეც ვიფიქროთ" - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, რუსული მხარე ჯერ საქართველოდან აქციზურ მარკებს ელოდება და ამის შემდეგ დაიწყება რუსეთში ქართული ღვინის შეტანა. მისივე ინფორმაციით, პირველი ქართული კომპანია, ვინც რუსეთის ბაზარზე შევა "დუგლაძეების ღვინის მარანი" იქნება. (http://ghn.ge/news-88319.html)

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კვების მრეწველობის გაზრდასა და სოფლად სიღარიბის შემცირებას. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის 40 მლნ ევრო გამოყოფას.

"ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოსთვის" (ENPARD) 5 წლიანი პროგრამაა საქართველოს ინსტიტუტებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის 40 მლნ ევროს გამოყოფს.

პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია:

  1. საბიუჯეტო დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 18 მლნ ევროს გამოყოფას რაიონებში ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნასა და ფერმერთა კოოპერაციების შექმნის ხელშეწყობისთვის.
  2. 15 მლნ ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის განვითარების საგრანტო პროგრამების დაფინანსება.
  3. ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 5 მლნ ევრო გამოიყოფას ითვალისწინებს.
  4. 2 მლნ ევრო მოხმარდება აუდიტს, შეფასებასა და საინფორმაციო ღონისძიებებს.

ENPARD შეავსებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის, ასევე რეგიონული განვითარების და პროფესიული განათლების სფეროებში. (http://moa.gov.ge/?p=2518)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

"საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) (IFAD სესხი No. 802-GE და გრანტი No. 1160-GE) ცვლილების" რატიფიცირების თაობაზე. (http://bit.ly/17O1XlZ)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინიციატივით 35-მდე სარწყავი სისტემების სხვადასხვა სპეციალისტი გადამზადდა

მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორმა, ამზომველ-გეოდეზისტმა და ჰიდრომეტრის სპეციალისტმა ერთთვიანი სასწავლო-გადამზადების კურსი გაიარა. ტრეინინგის მონაწილეებს სერთიფიკატები მელიორაციის კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ გადასცა. მისი განცხადებით, სათანადო სტაჟირების და საწარმო პრაქტიკის გავლის შემდეგ, საუკეთესოები საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში დასაქმდებიან.

მისივე თქმით, საგაზაფხულოდ დაგეგმილი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანასთან ერთდ უახლესი ტექნიკის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებისა და ათვისებისათვის აუცილებელი გახდა მექანიზატორების გადამზადება.

მიმდინარეობს სამელიორაციო ტექნიკის ოპერატორთა II ნაკადის გადამზადება. დაგეგმილია სატუმბი სადგურის ელ.მეკანიკოსების, მექანიზმების შემკეთებლების, მშენებლების (შემდუღებლების, მებეტონეების) სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. ტრეინინგები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ACF International"-ის დააფინანსებით, სახელმწიფო კოლეჯმა "სპექტრმა" ჩაატარა. (http://moa.gov.ge/?p=2443)

სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

26 აპრილს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერში ტაშისკარის მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტირებული 6 კმ-იანი მონაკვეთი, მაგისტრალური არხის გამანაწილებელი 59-ზე მიმდინარე გაწმენდითი და ქარელის რ-ში შიდა ქსელების მოწესრიგების სამუშაოები დათვალიერა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბური ხვნა-თესვის პროგრამის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთროულად 30 ობიექტზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ხოლო 25 არხზე უკვე დასრულდა წმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ტაშისკარის მაგისტრალური არხი სათავეს ბორჯომის რ-ნის სოფ. ახალდაბაში იღებს, მისი სიგრძე 59 კმ-ია. არხის აღდგენის შემდეგ ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტის 25 სოფლის 2-ჯერ მეტი, 7500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი.

ქარელის რ-ნის სოფ. ძლევიჯვარში და ბრეთის მეურნების დასახლებაში მიმდინარეობს 30 კმ-იანი შიდა ქსელების, კვლების გაყვანის სამუშაოები. აღდგენილი კვლების საშუალებით 1100 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მიეწოდება სარწყავი წყალი. მსგავსი სამუშაოები სახელმწიფოს მხრიდან მინიმუმ 20 წელია არ ჩატარებულა.

რაც შეეხება, ტაშისკარის მაგისტრალური არხის გამანაწილებელ 59-ს, მისი სიგრძე 4 კმ-ია და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის და სოფ. ბებნისის 200-მდე ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. (http://moa.gov.ge/?p=2747)

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ევროპის ვიზიტი შეაჯამა

26 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებზე საქართველოს მონაწილეობა შეაჯამა.

16-26 მარტის ჩათვლით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რამენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავი იყო ლონდონის საერთაშორისო ბიოღვინის გამოფენა, რომელზეც 12-მა ქართულმა ბიოღვინის მწარმოებელმა კომპანიამ თავისი პროდუქცია წარადგინა. გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, 24-26 მარტს მიმდინარე მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა "ProWein 2013"-ზე სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 15 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენას 5000-ზე მეტი მეწარმე, ღვინის ექსპერტები, სომელიეები, მსხვილი იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები დაესწრნენ.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო სტრუქტურულ ცვლილებს გეგმავს. ასევე, მიმდიანრეობს მუშაობა ქართული კანომდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე. ქართული ღვინის სააგენტოს მთავარი მიმართულებად კვლავ რჩება ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისთვის ბაზრების მოძიება მსოფლიო მასშტაბით. (http://moa.gov.ge/?p=2614)

ჩეხური წარმოების მაღალხარისხიანი ტრაქტორები უკვე საქართველოშია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე მილან ჰოვორკა და კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი კასპის რაიონში სოფელ რენეში მდებარე შპს "მექანიზატორის" სერვისცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ჩეხური კომპანია "ზეტორის" წარმოებული თანამედროვე ტექნიკა შევიდა.

"რენოს" სერვისცენტრში მაღალხარისხიანი ჩეხური წარმოების ტრაქტორები შემოვიდა, რომლებიც პირდაპირ საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვებიან. "ზეტორის" თანამედროვე ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. აღნიშნული ტრაქტორები ქართველ ფერმერებსა და გლეხებს გაუადვილებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას და საშუალებას მისცემენ ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ", - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

"ზეტორის" წარმოების ტრაქტორები მარალი ხარისხის გარდა, გამოირჩევა დიზელის საწვავის ეკონომიური ხარჯვით, რაც ფერმერებს თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილის მილან ჰოვორკას განცხადებით "ასეთი სერვისცენტრების არსებობა, სადაც ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მაღალხარისხიანი ტექნიკა ნამდვილად წაადგება სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. "ზეტორი" ეს არის ჩეხური კომპანია, რომელიც ევროპის გარდა, უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. მისი ტექნიკა კი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჩეხური წარმოების თანამედროვე ტრაქტორები, უკვე არსებულ ტექნიკასთან ერთად მცირემიწიან ფერმერთა პროგრამაში ჩაერთვებიან და მთელი საქართველოს მასშტაბით საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს შეასრულებენ". (http://moa.gov.ge/?p=2657)

ჩეხური წარმოების თანამედროვე ტექნიკა საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვება

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, ასევე ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე მილან ჰოვორკა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იეშტრაბი ორხევში შპს "მექანიზატორის" სერვისცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ჩეხური წამყვანი კომპანია "ზეტორის" წარმოებული თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერეს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგის განცხადებით, "ზეტორი" ერთ–ერთი წამყვანი სამრეწველო ბრენდია ჩეხეთის რესპუბლიკაში. მათი ტრაქტორები ყველანაირ კლიმატურ პირობებში ხარისხიანად ასრულებს სამუშაოებს.

შპს "მექანიზატორმა" 2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების გამართულად ჩატარების მიზნით, ჩეხური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიისგან "ზეტორი" შეიძინა 50 ერთეული (117 ცხენის ძალიანი) PROXIMA POWER 120 და 100 ერთეული (136 ცხენის ძალიანი) FORTERA 140. აღნიშნული შეთანხმება პირველი ჩეხურ-ქართული მსხვილი პროექტია სოფლის მეურნეობის სფეროში.

დავით კირვალიძის განცხადებით, აღნიშნული ტრაქტორები საგაზაფხულო პროგრამისთვის განკუთვნილი ტექნიკის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში შემოდის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის 300 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის 150 ერთეული ჩეხური წარმოების მაღალი ხარისხის ტრაქტორი. აღნიშნული ტექნიკა შემოსვლისთანავე საგაზაფხულო პროგრამაში ჩაერთვება და შეუდგება მუშაობას. სასოფლო-სამეურნეო ბარათების საშუალებით, აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მოსახლეობას საშუალება ეძლევა სრულყოფილად დაამუშაოს მიწის ფართობები.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების თვალსაზრისით, "ზეტორი" ჩეხეთის რესპუბლიკის მოწინავე კომპანიაა და მისი პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. კომპანია 1946 წელს დაარსდა და დღემდე 1,200,000 ერთეული ტრაქტორი აქვს გაყიდული.

კომპანია ტრაქტორებს ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად აწარმოებს. ტექნიკა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, აქვს სრულყოფილი დიზაინი და რაც მთავარია გამოირჩევა საწვავის ეკონომიური ხარჯვით, რაც შესაბამისად ფერმერებს თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

შპს "მექანიზატორი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით მომავალშიც აპირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმოებული ტექნიკის შეძენას. (http://moa.gov.ge/?p=2664)

სარწყავი არხების წმენდა მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის სარწყავი სისტემის ძველი მაგისტრალური არხის და სოფელ ქვეშში ამავე სისტემის გამანაწილებლის წმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.

დავით შერვაშიძის განცხადებით, აღნიშნული არხის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სპეციალისტები 3 თვეა სარეაბილიტაციო და გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.

სარწყავი სისტემა 1958 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კაპიტალურად არ შეკეთებულა, ხოლო არხების უმეტესობა ბოლო 20 წელია არ გაწმენდილა.

აღნიშნული სარწყავი სისტემა სათავეს მდ. დიდი ლიახვიდან იღებს. მისი სიგრძე 45 კმ-ია და სარწყავი წყლით გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფელს ამარაგებს. არხიდან 6 პირველი რიგის გამანაწილებელი გამოდის, რომელთა საერთო სიგრძე 80 კმ-ია. ამჟამად არხის დაზიანების გამო, არასრული რეჟიმით შეიძლება მოირწყას მხოლოდ 3500 ჰა. ამ სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ 2-ჯერ მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს.

საქართველოში ერთდროულად 50-მდე მაგისტრალურ და პირველი რიგის გამანაწილებელ არხზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე წელს მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. (http://moa.gov.ge/?p=2664)

კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის სოფ. მატანში "მატანის გვირაბზე" დასრულდა სამუშოები და სოფ. ფშაველსა და ლალისყურში მიმდინარეობს "ნაურდლის სარწყავი სისტემის" შიდა სამეურნეო ქსელის სარემონტო სამუშაოები.

გვირაბი, რომელშიც ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა გადის, ჩამონგრეული კედელი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა და ნატანი, ქვა-ღორღისგან გაიწმინდა, შედეგად ახმეტის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 35 სოფლის, 20 ათასამდე ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი იქნება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ დუისში იღებს. მაგისტრალური არხის სიგრძე 78 კმ-ია.

ნაურდლის სარწყავი სისტემა სათავეს მდ. სტორში იღებს, მისი სიგრძე 11 კმ-ია. მისი სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის 5200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული იქნება წყალუზრუნველყოფილი.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავას განცხადებით, "აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი წყლის დეფიციტია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება კი პრობლემას გადაწყვეტს, რაც მომავალი წლისთვის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს". საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია აქტიურად განაგრძობს სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას. ამ დროისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთროულად 30 ობიექტზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ხოლო 25 არხზე უკვე დასრულდა წმენდითი სამუშაოები. (http://moa.gov.ge/?p=2708)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობამ 30 ერთეული სამელიორაციო ტექნიკა გადასცა

1 ივნისს, ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამელიორაციო ტექნიკა გადაეცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩენ გიან ფუმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობისგან გრანტის სახით, საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების "ლოვოლის", "ჯონიანგის", "შენგუნგის" და "ფოტონ ჯგუფის" მიერ წარმოებული ტექნიკა გამოიყენება სამშენებლო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებისთვის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

გრანტით მიღებულ ტექნიკას სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამელიორაციო სისტმების კომპანიას გადასცემს. აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში საირიგაციო სისტემების სრულყოფის კუთხით მიმდინარე სამუშაოების შესრულებას, რაც საბოლოოდ, ქართველ ფერმერებს დამატებით სარგებელს მოუტანს. (http://www.mof.ge/News/5240)

ბიზნესგარემო და კონკურენციის პოლიტიკა

მინისტრმა ვაჭრობის კონკურენტუნარიანობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით – "საქართველოს ვაჭრობის კონკურენტუნარიანობა და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიები", რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ტარდება.

ორი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტებმა იმსჯელეს სხვადასხვა დარგებზე. ესენია: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა პირველადი ანალიზი წარმოადგინეს. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები ვაჭრობისა და ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მათი განვითარების კუთხით.

მსოფლიო ბანკი ე.წ. "Trade Competitiveness Diagnostic Toolkit"-ის მეშვეობით შეაფასებს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს, რაც გულისხმობს ვაჭრობისა და შესაბამისი ინდუსტრიების განვითარებისათვის, შესაბამისი კონკურენტუნარიანი სექტორების განსაზღვრასა და ანალიზს. (http://bit.ly/12H0cEW)

მცირე და საშუალო კომპანიების უფლებებს ამიერიდან მცირე და საშუალო ბიზნესის პალატა დაიცავს

მცირე და საშუალო კომპანიების პრობლემების უფლებებს ამიერიდან მცირე და საშუალო ბიზნესის პალატა დაიცავს. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით უკვე შეიქმნა, კახა კოხრეიძე უხელმძღვანელებს.

კოხრეიძის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის პალატის წევრობა ყველას შეეძლება. მანვე მეწარმეებს მოუწოდა, აქტიურად ითანამშრომლონ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.

"პალატა კონცენტრირებას გააკეთებს რამდენიმე მიმართულებით. პირველი იქნება ზოგადად ბიზნეს-კულტურის ამაღლება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს მეწარმე". (http://bit.ly/ZRdW0v) და (http://youtu.be/E7ZG9BWIRRA)

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება "საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის" შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროში ექსპერტებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტი "ქართული ოცნების" საარჩევნო და სამთავრობო პროგრამას დაეყრდნობა. მისი თქმით, განსაზღვრული იქნება პრიორიტეტები და ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად უნდა იქნეს გამოყოფილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ექსპერტებთან იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე.

მინისტრებთან შეხვედრას 30-მდე ექსპერტი ესწრებოდა. როგორც ექსპერტმა ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორი სტრუქტურის უნდა იყოს დოკუმენტი, რა ვადაზე უნდა იქნეს გათვლილი და რა უნდა მოიცვას.

ინტერპრესნიუსის ცნობით, მისივე თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა ორგანიზაციული საკითხები.

ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

დოკუმენტი ითვალისწინებს ყველა სამინისტროს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობას, რათა ქვეყნის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები აისახოს. (http://bit.ly/12udwR4)

ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება

2013 წლის 1 მაისს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე "კონკურენციის პოლიტიკის განვითარება საქართველოში". შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით და საქართველოში ევროგაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ შეხვედრის მონაწილეებს "კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლის შემდეგაც პასუხი გასცა შეხვედრაზე მოწვეული ბიზნესმენების შეკითხვებს.

ნათია მიქელაძის განცხადებით, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა სათანადო კანონთა პაკეტი, რომელიც საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

საქართველოს კანონში "კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტში სრულყოფილად არის მოცემული კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და კანონპროექტის მიღებისთანავე შეიქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის დარეგულირებას.

ახალი კანონმდებლობა იქნება საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი საფუძველი, ხოლო მის შესაბამისად შექმნილი კონკურენციის სააგენტო ამ პოლიტიკის განხორციელების მთავარი გარანტი. (http://bit.ly/12deNrL)

ახალი კანონმდებლობა საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი საფუძველი იქნება

6 აპრილს გაიმართა სემინარი, რომელიც საქართველოში მიმდინარე კონკურენციის პოლიტიკისა და რეფორმების საკითხებს მიეძღვნა. სემინარი ორგანიზებულია საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ შესაბამის ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის შედეგად, უკვე შემუშავებულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომლის საჯარო განხილვა და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

"კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტში სრულყოფილად არის მოცემული კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და კანონპროექტის მიღებისთანავე შეიქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის დარეგულირებას.

ნათია მიქელაძის თქმით, ახალი კანონმდებლობა იქნება საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი საფუძველი, ხოლო მის შესაბამისად შექმნილი კონკურენციის სააგენტო ამ პოლიტიკის განხორციელების მთავარი გარანტი. მან ასევე ისაუბრა ამ სფეროში დღეს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე და მის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე.

სემინარზე "კონკურენციის პოლიტიკა და რეფორმები საქართველოში" ჟურნალისტების წინაშე შესაბამისი მოხსენებებით წარსდგნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ქეთევან ლაფაჩი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე. (http://bit.ly/10mHQ82)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით კონკურენციის კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

30 აპრილს ჩატარდა "რეგიონალური მრგვალი მაგიდა – კონფერენცია" თემაზე "კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკა".

მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI), საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ორგანიზატორობითა და პარტნიორობით.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები, ექსპერტები აკადემიური წრეებიდან და სხვა დაინტერესებული პირები საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან.

შესავალ სიტყვაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ექსპერტების ჩართულობითა და მხარდაჭერით, შეიმუშავა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს.

"ჩვენი მიზანია, არსებული კანონის სრულყოფა და გადამუშავება იმ კუთხით, რომ კანონმდებლობა იყოს უფრო სამართლიანი და აღსრულებადი. იგი თანაბრად უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებსა და კონკურენციას" - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

"მრგვალი მაგიდის" მსვლელობისას განხილული იყო კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკის თაობაზე საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება. მათ შორის, კარტერული შეთანხმებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციის კონტროლი, თანამშრომლობის პროგრამა (leniency program) და კონკურენციის სააგენტოების ეფექტიანობა. (http://bit.ly/13E3jyt)

საქართველოში PayPal-ის სერვისი ამოქმედდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო კომპანია PayPal-ის ინტერნეტ-სისტემას მიუერთდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათასობით ელექტრონულ მაღაზიაში სასურველი პროდუქტი შეიძინოს".

"ფეიფალის" სერვისი მოქმედებს მსოფლიოს 109 ქვეყანაში და ამ სიას საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით დაემატა.

საქართველოში "ფეიფალის" სერვისის ამოქმედება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე ხდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ 2012 წლის იანვარში საქართველოში განხორციელებული ინტერნეტ-ტრანზაქციების მოცულობამ 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს 162%-ს მიაღწია და დღეის მდგომარეობით, ეს ციფრი კიდევ უფრო გაზრდილია.

ჯერჯერობით "ფეიფალის" სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვის, თუმცა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეტაპობრივად, დამატებითი სერვისების განვითარებისთვის. (http://bit.ly/18BiI7Y)

მაკროეკონომიკური პოლიტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზი შესაძლოა, შემცირდეს. მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს შენელებული ეკონომიკური აქტივობა იძლევა.

მისი განცხადებით, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების ერთობლიობა არ იძლევა საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ ეკონომიკური ზრდის 6%-იან მაჩვენებელზე. ამის მიზეზია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი – ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ სტრატეგიაზე გადადის, რომელიც სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცნობით, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც დეტალურად მიმოიხილავს არსებულ ტენდენციებს. გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა და 4, 25 პროცენტი შეადგინა. (http://bit.ly/12i2pWn)

საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები და ბიზნესაქტივობის ზრდა შეინიშნება

საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები და ბიზნესაქტივობის ზრდა შეინიშნება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, პირველი კვარტლის შემოსავლებმა შარშანდელს 63,500,000 ლარით გადააჭარბა.მისი ინფორმაციით, შემოსავლების ზრდასთან ერთად გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელიც. პირველ კვარტალში მან 398,000,000 დოლარს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო დასკვნის თანახმად კი, თუ საქართველოში არჩევნების შემდგომი ეკონომიკური ზრდის შენელება გაგრძელდება, ზრდა შესაძლოა, მოსალოდნელზე დაბალი იყოს. (http://bit.ly/12g7EqI)

სახელმწიფოს საკუთრებში არსებული ქონების განკარგვა მარტივდება

სახელმწიფოს საკუთრებში მიქცეული და, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მექანიზმები მარტივდება.

ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში.

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ორგანოებისთვის გადაცემის საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება.

ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისას ინტერნეტაუქციონის და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიიღებს.

პროექტის თანახმად, სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმების შესახებ გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტროს აღარ შეუთანხმებს, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელთა შესაბამისად აღნიშნული ქონების განაწილება - მათი უსასყიდლოდ გადაცემა ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის ან თუ ხორციელდება ასეთი ქონების სოციალური მიზნებისთვის გამოყენება.

ამავე კანონპროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურების საკითხი. (http://bit.ly/VZhBa7)

საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა

10 აპრილს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - მაია ფანჯიკიძემ და კარელ შვარცენბერგმა გახსნეს. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობდა 30-მდე ჩეხური კომპანია, რომლებიც, ძირითადად, წარმოადგენდნენ მრეწველობის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს.

ფორუმის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ. მას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ მილან ჰოვორკამ მოაწერეს.

შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდება ორმხრივი სამთავრობო კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხებს.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.25 პროცენტამდე შემცირების შესახებ.

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ინფლაციის შემდეგი ოთხი-ექვსი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება.

აპრილში დაბალი იყო როგორც მთლიანი ინფლაცია, ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა ინფლაციამ აპრილში 1.7% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების შემცირება.

ეკონომიკური აქტივობის შეფასების წინასწარი ინდიკატორები პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, რისი შედეგიც არის მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია. მოთხოვნის შემცირება ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს პირველ კვარტალში იმპორტის შემცირებაც.

მოკრძალებული რჩება ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე შემცირებული მოთხოვნით არის განპირობებული. დაბალი სასესხო აქტივობა ასევე ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის საპროცენტო განაკვეთის არხს.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. (http://bit.ly/YvVf1m)

ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.25 პროცენტამდე შეამცირა. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ ინფლაციის შემდეგი ოთხი-ექვსი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდა.

"არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში დაბალი იყო როგორც მთლიანი ინფლაცია, ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა ინფლაციამ აპრილში -1.7% შეადგინა.

ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების შემცირება.

ეკონომიკური აქტივობის შეფასების წინასწარი ინდიკატორები პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, რისი შედეგიც არის მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია. მოთხოვნის შემცირება ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს პირველ კვარტალში იმპორტის შემცირებაც.

"მოკრძალებული რჩება ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე შემცირებული მოთხოვნით არის განპირობებული. დაბალი სასესხო აქტივობა, ასევე, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის საპროცენტო განაკვეთის არხს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. (http://bit.ly/10I2rUD)

2013 წლის მარტში ინფლაციის დონემ 2,1 პროცენტი შეადგინა

2013 წლის მარტში 2012 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და ტრანსპორტი.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3,1 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,90 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (14,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7,8 პროცენტი), თევზეული (6,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (1,9 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 8,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,70 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11,5 პროცენტი), საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (7,9 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფის ფასები შემცირდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ტრანსპორტის ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,31 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფში "პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია" (4,3 პროცენტი). (http://bit.ly/13jwE1C)

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2012 წლის ბოლოს -15.5 მლრდ აშშ დოლარი (-25.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -1.9 მლრდ აშშ დოლარით (-3.1 მლრდ ლარით) აჭარბებს. წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია მესამე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს -313.3 მლნ აშშ დოლარით (-520.3 მლნ ლარით) აღემატება. მეოთხე კვარტალის განმავლობაში უარყოფითი იყო ოპერაციული, ფასის და სხვა ცვლილებები. ამავე პერიოდში დადებითი იყო საკურსო ცვლილება. 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.7 მლრდ აშშ დოლარია (9.5 მლრდ ლარი). მათში 50.3 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 28.0 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 20.9 პროცენტი-პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 0.8 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი აქტივების 20.0 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 5.7 პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 1.9 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, 2011 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, 54.7 მლნ აშშ დოლარით (90.4 მლნ ლარით) გაიზარდა და 2012 წლის 31 დეკემბრის ბოლოს 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარს) შეადგინა. მთლიანი წლიური ცვლილებიდან 38.2 მლნ აშშ დოლარი (63.0 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, 17.4 მლნ აშშ დოლარი (28.7 მლნ ლარი) - საკურსო.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 21.2 მლრდ აშშ დოლარი (35.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.6 მლრდ აშშ დოლარით (4.3 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე¬ბისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტით გაიზარდა და 10.4 მლრდ აშშ დოლარს (17.2 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები ერთი წლის განმავლობაში 83.7 პროცენტით გაიზარდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, 656.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 620.8 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი)-საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 262.7 მლნ აშშ დოლარი (435.1 მლნ ლარი) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 122.1 მლნ აშშ დოლარი (202.3 მლნ ლარი).

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 9.3 პროცენტით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (11.2 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2012 წლის დეკემბრის ბოლოსთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით შემცირდა და 360.3 მლნ აშშ დოლარი (597.0 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 12.9 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. წლიურად 16.8 პროცენტით არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.6 მლრდ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარს) უტოლდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 6.9 პროცენტით არის შემცირებული და 2012 წლის დეკემბრის ბოლოს 1.4 მლრდ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აღნიშნული შემცირება ძირითადად განპირობებული იყო საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალდებულებების კლებით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 50.8 პროცენტით გაიზარდა და 770.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

2012 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 221.3 მლნ აშშ დოლარი (366.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს. (http://bit.ly/10cLl5i)

საქართველო და პოლონეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

3 ივნისს საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა და პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ კატარინა სობერაისკამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას, ინვესტიციების წახალისებას, ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას და სხვ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს, მათ შორის, როგორც ტურისტული ქვეყნის, მიზნობრივი ბაზარია. ოფიციალური სტატისტიკით, შარშან პოლონელიდან ტურისტების რაოდენობა 60 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ზრდამ 43 პროცენტი შეადგინა. (http://bit.ly/11XMpqf)

Twinning-ის პროექტი დასრულდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Twinning-ის პროექტი დასრულდა. დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა, ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განვლილი 2 წლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული რეგულაციების დანერგვის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. შეხვედრაზე Twinning-ის პროექტის კიდევ 6 თვით გახანრძლივება გადაწყდა.

"2 წლიანი მუშაობის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩვენი სამუშაო თითქმის 100% შესრულდა. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროპულ ჰარმონიზაციას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საბოლოო ჯამში, პროექტს ორივე მხარე წარმატებულად ვაფასებთ" - განაცხადა Twinning-ის პროექტის ხელმძღვანელმა ტილო შმიდტმა.

პროექტის "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან" განხორციელება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის Twinning-ის ფარგლებში 2011 წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავდა ქართული საავიაციო კანონმდელობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას და კანონმდებლობის დახვეწას.

"გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ევროპის ერთიანი ცის შესახებ. ხელშეკრულება თავისთავად ითვალისწინებს, როგორც უფლებებს ისე, მოვალეობებს. მოვალეობებში გვიწერია, რომ საჭიროა ჰარმონიზაციასთან მოსულიყო ევროპული საავიაციო კანონმდებლობა ქართულ საავიაციო კანონმდებლობასთან" - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ.

Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს ჩაუტარდათ 90-მდე მიზნობრივი ტრეინინგი და სემინარი. სასწავლო მივლინებების ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ევროპული სტანდარტების ორგანიზაციაში წარმატებით ფუნქციონირებად ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციით სააგენტომ შეიმუშავა ტრეინინგ-პროგრამა ტექნიკური პერსონალისათვის, დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე საქართველოს საჰაერო კოდექსში. (http://bit.ly/ZLqfeq)

თბილისში "ახალქალაქი-ყარსის" რკინიგზის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

16 აპრილს ქ. თბილისში "ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის "ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" და "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები. თურქეთის მხარეს წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს და არდაჰანის ოლქის ადგილობრივი მართველობის ორგანოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეები განიხილეს "ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის საკითხები, ასევე განისაზღვრა გვირაბის მშენებლობაში მონაწილე საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების (სპეციალისტები, მუშები და სხვა პირები) საქართველოს ტერიტორიაზე (დროებითი საზღვრის გამშვები პუნქტზე) შესვლისა და ტერიტორიიდან გასვლის კონტროლის პროცედურები და დადგინდა სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე შესვლა-გასვლის თაობაზე მონაცემთა რეგისტრაციის წესი.

მხარეები შეთანხმდნენ "ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაზე და დასახეს ერთობლივი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული გეგმები პროექტის იმპლემენტაცის დაჩქარების თაობაზე.

შეხვედრის ბოლოს სხდომის ოქმი გაფორმდა. სამუშაო შეხვედრამდე, ერთი დღით ადრე, 15 აპრილს, საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომისიის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს კარწახის სადგურზე მიმდინარე სამუშაოები და ასევე საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია. (http://bit.ly/1a74AS3)

"სამოდელო გზატკეცილის ინიციატივა ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის" (MHI BTBT) პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

2013 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო საავტომობილო კავშირისა (IRU) და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის (GIRCA) მხარდაჭერით "სამოდელო გზატკეცილის ინიციატივა ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის" (MHI BTBT) პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში პროექტის წევრი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები ღებულობდნენ მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ისლამური განვითარების ბანკის (IDB) წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეების მიერ განხილულ იქნა "სამოდელო გზატკეცილის ინიციატივა ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის" (MHI BTBT) პროექტის მრავალმხრივი შეთანხმების პროექტი და ასევე მიღებულ იქნა სამუშაო ჯგუფის დებულება.

სხდომის მსვლელობისას პროექტის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უხლოეს მომავალში მხარეები უზრუნველყოფენ აღნიშნული შეთანხმების პროექტის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარებას და მათი შენიშვნების და კომენტარების ქართული მხარისთვის მოწოდებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა ასევე პრეზენტაციები სატრანზიტო პოტენციალის განვითარებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.

ამასთან აღსანიშნავია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა პროექტის შემდგომი დაფინანსების მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით. მათ მიერ განხილულ იქნა პროექტის განვითარების შემდეგი ფაზის, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადების დაფინანსების შესაძლებლობები.

"სამოდელო გზატკეცილის ინიციატივა ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის" (MHI BTBT) პროექტი ინიცირებულ იქნა 2011 წელს, რაზეც წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2012 წელს ბერძნული კომპანია EGNATIA ODOS-ის მიერ იქნა მომზადებული. აღნიშნული პროექტი მოცემულ მონაკვეთზე დამხმარე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას. (http://bit.ly/16hwHvs)

დასრულდა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში

6 მაისს გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ესაა როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი.

მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები, კერძოდ, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები, ხოლო გერმანიის მხრიდან - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები. (http://www.mof.ge/News/5221)

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio