a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. ქარტიას, ისევე როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას, საქართველო უნდა განიხილავდეს როგორც ვალდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების წინაშე;
- საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;
- უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით;
- მოკავშირეებისაგან მიღებულ დახმარებას საქართველო უპასუხებს დემოკრატიულობის გაზრდილი ხარისხით და პროგრესით საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარების საქმეში;
- მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნეს შესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;
- ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ურთიერთობების განვითარება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;
- საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს საქმიანობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიმართულებით;
- საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: