a
ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ კულტურის და სპორტის პოლიტიკის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს შემდეგი პრიორიტეტების ფარგლებში.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- კულტურის სფეროში დაფინანსების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნების ნიმუშის მიხედვით;
- კულტურის სფეროში ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შემოღება – უნდა დაწესდეს საგადასახადო პრივილეგიები კულტურაში ინვესტირების მსურველთათვის, რაც განაპირობებს დაფინანსებაში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამონაწილეობას;
- საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურათა წახალისება, მათი ჩაბმა ერთიანი კულტურის პოლიტიკის განხორციელებაში;
- კულტურის სფეროში სახელმწიფო კონკურსების დაფუძნება და კომპეტენტური სახელმწიფო კომისიების შექმნა;
- სპორტის შესახებ ახალი კანონის მომზადება;
- სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
- სპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვისმთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები: