საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პროგრამის ამ ნაწილის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციებს შორის 14-პუნქტიანი შეთანხმების პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს ეხება. ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ეს პროექტი განსახილველად ფრაქციებს 18 იანვარს გაეგზავნათ. 11 თებერვლისათვის კი უკვე მომზადაა და გამოქვეყნდა ამ პროექტის სამუშაო ვერსია. იგი სრულიად ანალოგიურია კოალიცია“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ნაწილისა. (http://bit.ly/YhIxlo) და (http://bit.ly/YhIxlo)
საინტერესოა თავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ამ პროექტის შეფასება: თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 14-პუნქტიანი პროექტი სრულიადაც არ არის დოგმატური, ეს ღია სამუშაო დოკუმენტია და, მეტიც, 1 თვის წინ ჩამოყალიბებულ პროექტში, ხელახალი წაკითხვისას როგორც აღმოაჩინა, თავად მასაც აღარ აკმაყოფილებს ზოგი რამ. რაღაცებს უფრო მარტივი ენით და მკაფიოდ დავწერდი, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ. (http://bit.ly/14RLw4Y)
ანალიტიკოსების ყურადღება გამახვილებულია იმ აქცენტებზე, რაც ამ ეტაპზე 14-პუნქტიან შეთანხმებაშიც არ არის ასახული: ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის საკითხები, კერძოდ, სამხედრო ბაზების არგანლაგებისა და ინტეგრაციულ პროცესებში არმონაწილეობის საკითხები, იგულისხმება დსთ-სა და ევრაზიულ კავშირს. ეს საკითხები პრინციპულია, რომ დაფიქსირდეს კონსტიტუციის დონეზე, რადგანაც მათი შეუქცევადობა იქნება რეალურად ძალიან მაღალი. (http://bit.ly/14RLw4Y) და http://bit.ly/WFxvcr)
პროექტი ამ ეტაპისათვის დამტკიცებული არ არის.
საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ: სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთიმნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ნაცვალგებითი შენატანი პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად;
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართვლეო თავდაცვის სამინისტრო და ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი აქტიურად ხვდება და თანამშრომლობს ნატოელ პარტნიორებთან. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ქართული დელეგაცია ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. დელეგაციაში საქართველოს პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე, ახალი მთავრობის კონკრეტული გეგმები ალიანსთან ურთიერთობის კუთხით. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატო, სამხედროსთან ერთად, პოლიტიკური სტრუქტურაცაა და პირობა დადო, რომ ახალი მთავრობა ინსტიტუტების დემოკრატიულობის განმტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს. (http://bit.ly/10At14d )
თავდაცვის მინისტრი შეხვდა(19/11/12) აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს შეხვდა. საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. (http://bit.ly/10AxgNt)
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოს თავდაცვის სფეროში გასატარებელ რეფორმებსა და ქართული კონტინგენტის კონტრიბუციას ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში. (http://bit.ly/ZiDrEN) და (http://bit.ly/Y86wkS)
ასევე 11/02/13 საქრთველოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატირუ კორპუსს და მედიას 2013–2014 წლების სახემძღვალენო დოკუმენტი „მინისტრის ხედვა“, რომლეშიც ჩამოყალიბებულია თავდაცვის უწყების პრიორიტეტები. (http://bit.ly/15K1pwD)
უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ახალდანშნული საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე(დავით ზალკალიანი) დაესწრო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია. ამ დასკვნის საბაბს საქართველოს შეფასების ასოციაციას აძლევს ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს იგივე სტრატეგიული გეგმით რაც წინა წლებში იყო შემუშავებული 2012–2015 წლებისათვის.(http://bit.ly/XQ1mNs)
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა მოლაპარაკებების მე-12 პლენარული რაუნდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადმოცემა ქართული მხარისთვის, სავარაუდოდ, 2013 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე დაჩქარებული ტემპით მუშაობის პირობა დადო საგაეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილე დავით ზალკალიანმა, 2013 წლის ბოლოსთვის ფინალურ ეტაპზე გადასვლაა დაგეგმილი. (http://bit.ly/12LDtLm)
საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა (25/02/13). ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს შეხვდება. ვიზიტის მიზანია სავიზო დიალოგის ფარგლებში ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმის გადმოცემა. (http://bit.ly/YX7iDt)
განავითაროს თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები
საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესს დაემატა 2004 წელს. 2006 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი ევროკავშირი-საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. საქართველოში ამ პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი". (http://bit.ly/ZwOzfR)
15/10/2012 გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: "საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები" საქართველოს ეროვნულ პლატფორმა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებას საქართველოში(106 არასამთავრობო ორგანიზაცია), კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. არჩევნების შემდგომ პირველად, ამგვარ ფორმატში, განიხილული იქნა ხედვები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. (http://bit.ly/XJPRWR) და (http://bit.ly/Y7aSfc)
2013 წლის 29-31 იანვარს, ქ. თბილისში, გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DC FTA) ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი. მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი სფეროები, როგორიცაა: საქონლით ვაჭრობა, ენერგეტიკა, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესები, მომსახურებით ვაჭრობა, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, საბაჟო სფეროში თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა. მომდევნო მოლაპარაკების რაუნდი დაგეგმილია 2013 წლის მარტში, ბრიუსელში. (http://bit.ly/10ADYmm)
საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება
აღნიშნული შეთანხმების მე–9 პუნქტი საკამათო აღმოჩნდა საპარლამნტო ფრაქციებისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განმართებით, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი თანაავტორი იყო, მე–9 პუნქტის ჩამოყალიბებისას გათვალისწინებული იყო საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ და ასევე გათვალისწინებული იყო საქართველოს პრობლემების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობაც რაც უფრო კარგი და კონსტრუქციული იქნება ურთიერთობები დასავლეთსა - კონკრეტულად, ამერიკასა და რუსეთს შორის, ეს უფრო კარგი იქნება საქართველოსთვისაც. დასავლელ პარტნიორებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება საქართველოსთან არსებული პრობლემების მოგვარება, გაუადვილდებათ ნაკლებად გაღიზიანებულ რუსებთან საქართველოს პრობლემებზე დალაპარაკება. თუმცა ამ პუნქტში რუსეთთან პირისპირ დარჩენის საფრთხეს დაინახეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და იმის გამო, რომ ეს საფრთხე ოკუპაციის დაკანონების წინაპირობად განიხილება, შეთანხმების პროექტის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება გამოხატეს და ამ საბაბით საპარლამნტო უმცირესობა იგნორირებას უკეთებს შეთანხმების მთლიან, 14-პუნქტიან პროექტს. (http://bit.ly/XFGZD1)
საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული 14–პუნქტიანი "საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ". (http://bit.ly/109Y8DG; http://bit.ly/12LrNZd)
ზოგადად რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის საქართველოსთან თანამშრომშრომლობის მზადოფნაზე საუბრობს. მისი თქმით, ჩატარებული არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლანდშაფტი სქართველოში გაცილებით უფრო საინტერესო გახდა და ეს ქართველ ხალხში ცვლილებების სურვილზე მიუთითებს. "Единая Россия" ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. მისი თქმით," Единая Россия" მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების განვითარებისთვის. (http://bit.ly/QMnNjr)
დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად
აქტიურ სამზობლო პოლიკაზე მეტყველებს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან.
2013 წლის 1 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მიმდინარეობას შეეხებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელშიც განისაზღვრა პროექტის განვითარების ცალკეული საკითხები. მათ შორის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და სხვ. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ოქმს ხელი მოაწერეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2013 წელს 175 მილიონი დოლარით დაფინანსდება. სულ, პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა 775 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები, საერთო ჯამში, მესამედით არის შესრულებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შედეგად ექსპლუატაციაში შესული სარკინიგზო მარშრუტი ევროპასა და ჩინეთს შორის დღეს არსებულ სხვა სატრანზიტო გზებს შორის უმოკლესი იქნება. ამასთან, გამოიკვეთა ხარვეზები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასულ წლებში, რის გამოც მშენებლობის დასრულება და პროექტის ამოქმედება ადრე დადგენილ ვადებში ვერ ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამივე ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს კარგად ესმით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების მნიშვნელობა და ხელს შეუწყობენ აღნიშნული სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობის დროულად დასრულებას. (http://commersant.ge/?id=15075)
ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ურთიერთობების განვითარება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
თანამშრომლობის ტრადიციები უკვე არსებობს, საკითხავია ახლებურად რის გაკეთებას აპირებენ. აღნიშნული აქტივობის ფაგლებში ბოლო 4 თვის განმავლობაში არაფერი განხორციელებულა.
საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის მარტი-მაისში ჩატარeბული მონიტორინგის შედეგები
2013 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, რომელიც კონცეპტუალურდ შეესაბამება წინასაარჩევნოდ წარმოდგენილ პროგრამას. აღნიშნული დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა:
ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ხელმძღვანელობს საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრების საკითხზე 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით; ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებისათვის პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას; ადასტურებს საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო; გამოხატავს მისწრაფებას, ხელი შეეწყოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის, ავტორიტეტის დამკვიდრებას; აღიარებს, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობისა და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:
04.06.13 საქართველოში იმყოფებოდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებლად იმყოფება, რუსი სამხედროების ქმედებას უკანონოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო აღნიშნულ ფაქტს დაგმობს. მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი მიიჩევენ, რომ უკანონო ქმედება ვითარების დაძაბვას ხელს უწყობს და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს. ამასთან, აპატურაი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. (http://24saati.ge/index.php/category/news/2013-06-04/38485.html)
აპატურაის ვიზიტის ერთ–ერთი მიზანი გახლდათ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დაგეგმვას, რომელიც 2013 წლის ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს საქართველოში. ამ შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს 28 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს. ამავე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მე–3 ვიზიტი საქართველოში.
12 აპრილს 2013 წლის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციის, შეხვედრაზე ასოცირების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დინამიკა განიხილებოდა. "გვსურს, საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებების პროცესი. ცოტა ხნის წინ გაიმართა მოლაპარკებების ბოლო რაუნდი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ და დღეს უკვე არსებობს საფუძველი ვთქვათ, რომ დოკუმენტის პარაფირება უკვე ვილნიუსის სამიტზე იქნება შესაძლებელი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება", - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხდებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და ამ მომენტისათვის მხარეები ტექნიკურ დეტალებზე მუშაობენ. (http://newsport.ge)