English | ქართული
 მისია
 მიზნები
 ფასეულობები
 კონტაქტები
 რას გთავაზობთ
 გაწევრიანება
 წევრობის პოლიტიკა

 

”საქართველოს შეფასების ასოციაცია” შეიქმნა 2008 წლის დასაწყისში. იგი თავის რიგებში აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სათანადო ყურადღებას უთმობენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების, რეფორმების, პროგრამების და პროექტების კვალიფიციურ მონიტორინგსა და შეფასებას; შეფასების კრიტერიუმების, იმდაგვარი ინდიკატორებისა და მექანიზმების შექმნას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შედეგების გაზომვა, არამედ წარმატებაზე ორიენტირებული პროექტების დადგეგმვაც.

ასოციაცია დაინტერესებულია შეფასების ინსტიტუციური სისტემის შექმნით, შემფასებელთა კვალიფიციური კადრების აღზრდითა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, შეფასების სტანდარტების შემუშავებითა და დანერგვით, შემფასებელთა ქცევის კოდექსის შექმნით, დარგის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით.

 

 

საქართველოს შეფასების ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა შემფასებელთა ეთიკის კოდექსი და სტანდარტები

გაეცანით ვრცლად